Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 15:35 - 26 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ღარიბაშვილი, ხადური ვაშინგტონს სტუმრობენ, ალასანია ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 იან.'13 / 18:30

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური  დამოუკიდებელი ვიზიტებით აშშ-ს სტუმრობენ, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერთიანებულ სამეფოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შსს-ს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 1 თებერვლამდე გაგრძელდება, ორი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავს შეხვედრებზე, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს დირექტორებთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში იგეგმება.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 4 თებერვლამდე დაგეგმილ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, რომლის დროსაც მხარეები მიმდინარე პროექტებს და თანამშრომლობის გაუმჯობესების მიმართულებით სამომავლო პერსპექტივას განიხილავენ, იტყობინება ფინანსთა სამინისტრო.

იმავდროულად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დელეგაციასთან ერთად ოფიციალური სამდღიანი ვიზიტით სტუმრობს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს, სადაც დაგეგმილია შეხვედრები მთავრობის, პარლამენტის, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან. თავდაცვის უწყების ცნობით, ირაკლი ალასანია ასევე მონაწილეობას მიიღებს 29 იანვარს „ჩეთემ ჰაუზში“ დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში.

 

უახლესი ამბები
26 მაი.'17 15:35
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი გამოვიდნენ.
25 მაი.'17 18:58
სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მმართველს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.
25 მაი.'17 18:30
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს
აშშ-ის დელეგაცია სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ხელმძღვანელობით მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
25 მაი.'17 14:21
კვირიკაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში გამართვა ‘უაღესად მნიშვნელოვანია’
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.
25 მაი.'17 11:05
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.
24 მაი.'17 13:35
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
შინაგან საქმეთა სტრუქტურების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს აფხაზეთში დებატები მოყვა.
24 მაი.'17 13:05
კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა
მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. 
24 მაი.'17 11:21
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გამართეს.
24 მაი.'17 10:05
საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40