Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:35 - 24 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აუდიტის სამსახური ნაციონალური მოძრაობის მიერ კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 იან.'13 / 14:48

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა 25 იანვარს, რომ მან პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე უკანონო შემოწირულების მიღების და მის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულების განხორციელების ფაქტები დაადგინა.

თუმცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება, რადგან „საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 19 დეკემბერს მიღებულია ამნისტიის აქტი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ", რომელიც როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელისაგან ათავისუფლებს იმ პირებს, ვისაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სახდელი დაეკისრათ, ან შეიძლება დაეკისროთ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე განხორციელებული ქმედებისათვის“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელსაც ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ლაშა თორდია ხელმძღვანელობს, გამოძიება პროკურატურის მიერ 8 იანვარს წარდგენილი მასალების საფუძველზე დაიწყო.   

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა დეკემბრის ბოლოს, რომ ის ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტს იძიებდა. კერძოდ, პროკურატურის თქმით, 8 სექტემბერს საქართველოს 11 ქალაქში გამართული ყრილობის დროს ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის აქციაზე აქტივისტების გადაყვანის მიზნით მიკროავტობუსები დაიქირავა, რომლებსაც პარტიის ანგარიშიდან გადაერიცხათ მხოლოდ მძღოლების შრომის ანაზღაურება 39 900 ლარის ოდენობით. მაგრამ საწვავი, პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოყო. პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ გამოძიებისას გამოიკვეთა ნაციონალური მოძრაობის უკანონო წარმომავლობის თანხებით დაფინანსების რამდენიმე სხვა ფაქტიც, კერძოდ, 2012 წლის 23 სექტემბერს  ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის ორგანიზებისთვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯები - 120 000 ლარი "ფარულად, საფინანსო დეკლარაციაში ყოველგვარი ასახვის გარეშე", თბილისის მერის მოადგილემ დავით ალავიძემ გადაიხადა, რაც პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონის შესაბამისად, წარმოადგენს პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას. პროკურატურის ინფორმაციით, ეს მასალები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეგზავნა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა 25 იანვარს, რომ გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ სექტემბრის თვეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზებისათვის, 126 900 ლარის საწვავი გამოიყენა, რომლის დეკლარირებაც კანონით დადგენილი წესით არ განუხორციელებია, რაც პარტიის მიერ მიღებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს. კიდევ ერთი შემთხვევის დროს, ნაციონალურმა მოძრაობამ 120 000 ლარის დეკლარირება არ მოახდინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოწმეთა ჩვენებებით გამოიკვეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მომსახურების ასანაზღაურებლად 555 000 ლარის ოდენობის არადეკლარირებული ფულადი თანხის გამოყენების ფაქტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარგენილი დოკუმენტების თანახმად, ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წლის იანვრიდან სექტემბრის ბოლომდე პერიოდში 20.8 მილიონი ლარის ფულადი შემოწირულობა მიიღო. 

უახლესი ამბები
24 მაი.'17 13:35
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
შინაგან საქმეთა სტრუქტურების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს აფხაზეთში დებატები მოყვა.
24 მაი.'17 13:05
კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა
მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. 
24 მაი.'17 11:21
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გამართეს.
24 მაი.'17 10:05
საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.
23 მაი.'17 18:11
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა.
23 მაი.'17 16:53
აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის FSB-ს თანამშრომლებმა გერმანიის მოქალაქე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ გამო დააკავეს.
23 მაი.'17 15:15
საქართველოს ლიდერები მანჩესტერის თავდასხმას გმობენ
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ტერორისტული აქტის შემდეგ განცხადებები გამოაქვეყნეს.
23 მაი.'17 13:31
რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები გაერთიანების საკითხს განიხილავენ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისუფალმა დემოკრატებმა ხმების 4.63%,  ხოლო რესპუბლიკელებმა 1.55% მიიღეს.
22 მაი.'17 18:53
პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
ნონა წოწორიამ განაცხადა, რომ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოში მის საქმიანობას უკავშირდებოდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37