Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი ნატოსთან და რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 იან.'13 / 15:18

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები “უახლოეს მომავალში“ არ შეიცვლება და დასძინა, რომ ნატოსთან და რუსეთთან კარგი ურთიერთობების შესაძლებელია და ამის მაგალითად სომხეთი მოიყვანა.

როდესაც სომხეთში ვიზიტის დროს რადიო „თავისუფლების" სომხურმა რედაქციამ 17 იანვარს ინტერვიუს დროს ჰკითხა მას შეიცვლება თუ არა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, მან უპასუხა: „არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში ეს მოხდეს. მაგრამ ზოგადად ქვეყნები ვითარდება, ხალხი ვითარდება, საზოგადოება ვითარდება. ისინი იცვლიან პრიორიტეტებს, მაგრამ მე არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევცვლით პრიორიტეტებს“.

„ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს ჩვენი პრიორიტეტების შესახებ – ეს არის ევროპა, ევრო–ატლანტიკული ალიანსი. ჩვენ განუხრელად ვივლით ამ მიმართულებით“, – განაცხადა მან.

„მაგრამ პარალელურად წარმოიშვება კითხვა – შესაძლოა თუ არა შევათავსოთ ურთიერთობების აღდგენა და მეგობრული ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და ამასთან ერთად კარგი ურთიერთობა გვქონდეს ნატოსთან, ვისწრაფვოდეთ ნატოსკენ და კარგი ურთიერთობები გვქონდეს ამერიკასთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან? მე ვფიქრობ, რომ სომხეთი კარგი მაგალითია და სომხეთი კარგ მაგალითს წარმოადგენს ქართველებისთვის, რაც მხოლოდ თეთრი შურით გვშურს“, – განაცხადა მან.

„სომხეთს საუკეთესო ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ასევე საუკეთესო ურთიერთობები აქვს ამერიკასთან და ნატოს წევრ სახელმწიფოებთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი შესაძლებელია და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ვალდებული ვართ და მე ძალიან მჯერა, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამის შეთავსებას“, – დასძინა ივანიშვილმა.   

უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
77