Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:37 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა 150–ვე წევრის უფლებამოსილება ცნო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ოქტ.'12 / 15:47

პარლამენტმა არჩეული 150–ვე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო, რითაც მერვე მოწვევის პარლამენტი ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, ხოლო წინა საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილება შეწყდა.

დეპუტატმა უმრავლესობიდან ირინა იმერლიშვილმა, რომელიც დროებით სამანდატო კომისიას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ყველა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა ეს იყო კოალიცია ქართული ოცნების უმრავლესობის „პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

თუმცა მან ასევე დაკონკრეტების გარეშე აღნიშნა, რომ რამდენიმე სადაო ერთმანდატიანი ოლქის მასალები გაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში და სწორედ მათი გადასაწყვეტი იქნება ამ საჩივრებზე რეაგირების საკითხი.

141 ხმით უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დეპუტატებმა ფიცი დადეს.

ამ პროცედურის შემდეგ პირველ სხდომაზე გაკეთდა განცხადება უმრავლესობის და უმცირესობის და მათში შემავალი 3–3 ფრაქციის შექმნის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლის ლიდერის დავით საგანელიძე გახდა, სამი ფრაქცია შედის:, მათ შორის უმსხვილესია 65–წევრიანი ფრაქცია სახელწოდებით „ქართული ოცნება“, რომელსაც დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს; 11–წევრიანი ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით; და ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“, რომელშიც 9 პარლამენტის წევრი შედის დავით ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით.

საპარლამენტო უმცირესობაში, რომელსაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობს, ასევე სამი ფრაქცია არის გაერთიანებული: 46–წევრიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარეც არის გიორგი გაბაშვილი; ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა –მაჟორიტარები“, რომელიც 7 წევრს აერთიანებს და მისი ხელმძღვანელია აკაკი ბობოხიძე; და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – რეგიონები“ – 7–წევრიანი ფრაქცია, რომელსაც დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე ხელმძღვანელობს.

ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში სულ 65 წევრი გაიყვანა, თუმცა ხუთი მათგანი საპარლამენტო უმცირესობის არცერთ ამ სამ ფრაქციაში არ გაერთიანდა. ესენი არიან მაჟორიტარი დეპუტატები: კახა ოქრიაშვილი, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, სერგო ხაბულიანი და ენზელ მკოიანი. ახალი პარლამენტის მოწვევამდე, "ქართული ოცნების" ზოგიერთმა წარმომადგენელმა მიანიშნა, რომ ისინი ელოდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ცალკეული წევრები არ შევიდოდნენ უმცირესობის რიგებში.

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
83