Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხელისუფლების გადაცემის საკითხზე მეორე შეხვედრა გაიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ოქტ.'12 / 19:08

მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში კოალიცია „ქართული ოცნების“ და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 8 ოქტომბერს მეორე შეხვედრა გამართეს, რაც ხელისუფლების უმტკივნეულო გადაცემის მიზნით ძალისხმევის კოორდინაციას ისახავს მიზნად.   

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის მინისტრების უმეტესობა დაასახელა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მომავალი მთავრობის წარმომადგებლები, ზოგიერთ შემთხვევაში თავად მინისტრობის კანდიდატები ან მათი წარმომადგენლები შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებთან ურთიერთობას დაიწყებენ, რათა უწყებებში არსებულ ვითარებას გაეცნონ.

ორივე მხარის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს შეხვედრის შემდეგ, რომ ეს პროცესი არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მთავრობის წევრები მონაწილეობას მიიღებენ გადაწყვეტილების მიღების პროცეში ან სხვაგვარად ჩაერევიან სახელმწიფო უწყებების მიმდინარე საქმიანობაში.    

„შედგება კომუნიკაცია დღეს მოქმედ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და შესაბამის წარდგენილ კანდიდატებს შორის მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საქმეზე იმისთვის, რომ მომავალ მთავრობას ქონდეს წარმოდგენა იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს ამა თუ იმ უწყების შიგნით. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მუშაობის საშუალება ახალ მთავრობას ქონდეს უკვე ინფორმირებულს მიმდინარე პროცესებზე“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, რომელმაც შეხვედრას „ძალიან პოზიტიური და საქმიანი“ უწოდა.

მან ასევე დასძინა, რომ ერთადერთი მიზანია ხელისუფლების უმტკივნეულო გადაცემა, როგორც ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა მოხდეს. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა, რომელიც ივანიშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრად დაასახელა, განაცხადა, რომ კოალიციამ მოქმედ ხელისუფლებას გაუზიარა კოალიციის იმ წარმომადგენელთა სია, რომლებიც სამინისტროებში გაიგზავნებიან სამუშაო პროცესის გასაცნობად.

მან ასევე განაცხადა, რომ სხვა საკითხებთნ ერთად შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის შეხვედრის ორგანიზების საკითხი. სუბარმა განუცხადა „რუსთავი 2“–ს, რომ ამ შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და მისი თარიღი „მალე“ გამოცხადდება.

8 ოქტომბერს თავად ივანიშვილმა "არ გამორიცხა", რომ სააკაშვილთან მისი შეხვედრა "შეიძლება ხვალაც კი" შედგეს.  

უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
94