Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბოკერია სამართალდამცავებს დასჯის შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 სექ.'12 / 21:55

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მოუწოდებს სამართალდამცავებს ძალადობრივი ინციდენტების ზრდის "შემაშფოთებელი ტენდენციის" ფონზე დასჯის შედარებით მსუბუქი ზომები გამოიყენონ, ხოლო პარტიულ ლიდერებს მიმართავს, რომ მათ არ მოახდინონ ძალადობის წახალისება მომხრეებში.

ბოკერიამ, რომელიც სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს, 26 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამჟამად დაახლოებით 30 ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ასევე არიან დაჯარიმებულებიც.

მისი თქმით, მართალია სამართალდამცავების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ არ მოხდეს იმ ძალადობრივი ან მუქარის შემცველი ინციდენტების გავრცელება, რასაც ბოლო დღეებში აქვს ადგილი, მაგრამ „ამავე დროს, მინდა მოუწოდო მათ, რომ იმ შემთხვევაში როცა ეს შესაძლებელია...  გამოყენებული იქნას შედარებით მსუბუქი ზომა დასჯის, იქ სადაც ეს არის რაციონალური, მაგალითად ჯარიმა“.

„ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო რეკომენდაცია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ“, – განაცხადა ბოკერიამ უწყებათშორისი კომისიის სახელით.

უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა ციხის სკანდალის შემდეგ საქართველოში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით 26 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება საპროტესტო აქციების მონაწილეთა და პოლიტიკური აქტივისტების მიმართ არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს არ დაუშვას თვითნებული დაკავებები.

26 სექტემბერს ბოკერიამ ასევე მოუწოდა პარტიულ ლიდერებს, რომ მკაფიო გზავნილი გაუგზავნონ თავიანთ მხარდამჭერებს ძალადობის ან ამისკენ წახალისების წინააღმდეგ. 

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის კამპანიის ფარგლებში დღეს კახეთის რეგიონში რამდენიმე შეხლა–შემოხლის ინციდენტებს ჰქონდა ადგილი მის მომხრეებსა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის. ქალაქ სიღნაღში ივანიშვილის ესკორტს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების კორიდორში მოუწია გავლა, რომლის დროსაც მმართველი პარტიის აქტივისტები სკანდირებდნენ „წადი, წადი“ და „მიშა, მიშა“–ს.

ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ მშვიდობის შენარჩუნებაში და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებაში „ყველაზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა“ ხელისუფლებას ეკისრება. 

„მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს და მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიებს, ძირითად პოლიტიკურ პარტიებს ასევე აქვთ საკუთარი წილი სერიოზული პასუხისმგებლობის რა ტიპის განწყობილებების წახალისებას მოახდენენ საკუთარ მომხრეებში“, – განაგრძო ბოკერიამ, „კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ერთის მხრივ, საუბარია სიმშვიდეზე და იქვე საუბარია იმაზე, რომ შეიძლება მათთვის მიუღებელი ხალხი ლინჩის წესით იქნას გასამართლებული და მათი დაცვა ვერ მოხერხდეს ან საუბარი იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მომხრეები პასუხს აგებენ სამართლებრივად და სასამართლოს წინაშე ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერისთვის“. 

მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ერთმანეთისადმი გაკეთებული განცხადებები „ზოგჯერ ზედმეტად მკაცრი და აგრესიულიც კი" შეიძლება იყოს და ის სხვა კატეგორიაში გადის, მაგრამ „მომხრეების მიმართ ასეთი მოწოდებები ქმნის სწორედ იმ ატმოსფეროს, შესაძლოა შექმნას კიდევ უფრო მძიმე ატმოსფერო, რაზეც მე ვსაუბრობდი“.

„მე არ მინდა დრამატიზაცია სიტუაციის“, – განაცხადა ბოკერიამ, „ჯერ–ჯერობით, საერთო ჯამში, [საარჩევნო] გარემო ჯამში არის მშვიდობიანი და მე ვთქვი, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ მშვიდობიან, სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, როცა ჩვენ ვიხილეთ რამოდენიმე დღე ამგვარი ფაქტების, სწრაფად მოხდეს ამაზე რეაგირება, ბუნებრივია, ხელისუფლების მხრიდან და მეორეს მხრივ, ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან“.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
68