Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უფლებადამცველი ორგანიზაციები ბოლოდროინდელი დაკავებების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 სექ.'12 / 16:29

ოცზე მეტი პოლიტიკურად აქტიური პირის დაკავების ფაქტი, მათ შორის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა, ძირითადად სავარაუდო ადმინისტრაციული დარღვევების გამო, და ასევე ის ხარვეზები, რომლებიც სულ ცოტა რამდენიმე ამ საქმესთან დაკავშირებით განხორციელებულ სამართლებრივ პროცედურებში გამოვლინდა, ეჭვებს აღძრავს იმასთან დაკავშირებით, რომ დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო, განაცხადეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.

ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ განაცხადა 24 სექტემბერს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით „20–მდე წევრი და მხარდამჭერი“ დააკავეს. იმავდროულად, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა 24 სექტემბერს, რომ მისი აქტივისტების და საარჩევნო შტაბის თანამშრომლების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის დაახლოებით 16 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა სამშაბათს, რომ 21 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული წესით დაკავების 23 შემთხვევა დაფიქსირდა; ამ ადამიანების ნაწილი ან „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ან მასთან დაკავშირებული პირია, აცხადებს საია.

გარდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა, ექვსი ადამიანი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პატიმართა წამების წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ასევე დააპატიმრეს ადმინისტრაციული დანაშაულის გამო, მათ შორის პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის. მათ 10–დან 40 დღემდე პატიმრობა მიესაჯათ. 24 სექტემბერს სტუდენტური აქციების ერთ–ერთი ორგანიზატორი დააკავეს, რომელიც 25 სექტემბერს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან 400 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.    

საიამ ასევე განაცხადა, რომ ზოგ შემთხვევაში დაპატიმრების გარემოებები და მიზეზები, როგორიცაა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და პოლიციელების სავარაუდო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან მათი ბრძანებების შეუსრულებლობა, ისე ემთხვევა ერთმანეთს, რომ ეს ბადებს „ეჭვებს გავრცელებული ფაქტებისა და პოლიციის მიერ გამოყენებული ზომების პოლიტიკურ მოტივაციებთან დაკავშირებით“. 

საიას წარმომადგენლები დაცვის უფლებას ახორციელებდნენ სამ შემთხვევაში  – ერთი ეხებოდა მესტიაში „ქართული ოცნების“ აქტივისტის დაკავებას და დანარჩენი ორი კი – თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

„არც ერთ ამ საქმეში სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა მოწინააღმდეგე მხარისთვის შეკითხვების დასმის უფლება, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდვა დაცვის უფლების განხორციელება. ამ საქმეებში, მოწმის სახით პოლიციელის დაკითხვის გარდა, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული არ იქნა დაცვის მხარის მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. სასამართლომ ასევე უარი განაცხადა შემთხვევის ადგილას არსებული და სავარაუდოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულების შემცველი, ვიდეო ფირებისა და სხვა ტიპის ჩანაწერების ამოღებასა და განხილვაზე. ამგვარ ქმედებებთან ერთად, სასამართლოს მიერ გამოვლენილმა პასიურობამ პოლიციელების მხრიდან დაფიქსირებულ წინააღმდეგობებსა და შეუსაბამობებზე, კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები, ამ საქმეებში, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მოტივაციასა და ინტერესზე“, – განაცხადა საიამ.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ განაცხადა 23 სექტემბერს, რომ ზოგიერთი ბოლოდროინდელი დაკავება „არ ეფუძნება მყარ და უტყუარ მტკიცებულებებს“.

კერძოდ, თავის განცხადებაში „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ თბილისში მიმდინარე აქციების დროს დაკავებული ექვსი პირის დაკავებაზე და ასევე მესტიაში და გორში „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტის დაკავებაზე საუბრობს.

„მოკლე დროის პერიოდში რამდენიმე ადამიანის საეჭვო დაკავება წარმოშობს ვარაუდის საფუძველს, რომ მიზანმიმართულად ხდება პოლიტიკურად აქტიური პირების მიმდინარე საარჩევნო პროცესებისგან ჩამოშორება“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

იმავდროულად, „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა თავიანთი აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებაზე საუბრობენ და ერთმანეთს თავდასხმებში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სულ ცოტა ორი აქტივისტი სცემა ხელკეტებით შეიარაღებულმა ათზე მეტმა პირმა გორში 24 სექტემბერს; აქტივისტები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნაციონალურმა მოძრაობამ 24 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თავისი მხარდამჭერების სიტყვიერი მუქარისა და შეურაცხყოფის ხუთი ფაქტის შესახებ იტყობინება; მმართველი პარტია ასევე იუწყება მისი მხარდამჭერების ფიზიკური შეურაცხყოფის და სხეულის დაზიანების ხუთი შემთხვევის შესახებ სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ.  

ერთი შემთხვევის დროს, აცხადებს ნაციონალური მოძრაობა, მისი მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა დანით დაჭრა; შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 24 სექტემბერს, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", უარი თქვას ძალადობისა და სიძულვილის გაღვივებაზე და დაუყოვნებლივ აღკვეთოს საკუთარი პოლიტიკური ლიდერებისა და მხარდამჭერების უკანონო ქმედებები“, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მის აქტივისტებზე თავდასხმების სერია ხელისუფლების მიერ განხორციელებული „პოლიტიკური დევნის“ კამპანიის ნაწილია.

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
72