Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:37 - 13 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბოკერიას თქმით, შეიარაღებული შეტაკება რუსეთის საზღვართან საქართველოს უსაფრთხოებას არ ემუქრება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 აგვ.'12 / 12:35

ქართულ ძალებსა და შეიარაღებულ ჯგუფს შორის რუსეთის საზღვრის სიახლოვეს შეტაკების „სერიოზული ინციდენტი“ საქართველოს უსაფრთხოებას არ ემუქრება და რუსეთის მიერ ვერ იქნება გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ შემდგომი „აგრესიის“ საბაბად, განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ოთხშაბათს საღამოს.

მან „რუსთავი 2“–თან ჩართვის დროს განაცხადა, რომ თბილისმა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით აცნობა მოსკოვს კახეთის რეგიონში, ქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ოპერაციის შესახებ. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაწყვეტილია და კონტაქტები, ძირითადად, შვეიცარიელი დიპლომატების მეშვეობით მყარდება.

„არანაირი საბაბიც კი აბსოლუტურად, „ზღაპრულიც“ კი, რუსეთის ფედერაციას დღეს არ გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე  მოქმედებების ჩასატარებლად... დღევანდელი ვითარება  ვერ გამოდგება აგრესიისთვის“, – უპასუხა ბოკერიამ, როცა კითხეს რამდენად შესაძლებელი იყო რუსეთს ინციდენტი „მორიგი ანტიტერორისტული პროვოკაციისთვის“ გამოეყენებინა.

მისი თქმით, „არანაირი საფრთხე საერთოდ ქვეყნის სუვერენიტეტს და ზოგადად უსაფრთხოებას არ ემუქრება“ ამ კონკრეტული ინციდენტიდან გამომდინარე, რომლის დროსაც სამი ქართველი ძალოვანი და დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი დაიღუპა 29 აგვისტოს მომხდარი შეტაკების შედეგად.

ბოკერიამ ასევე განაცხადა 9–საათიან „კურიერში“ ჩართვისას, რომ შეიარაღებული ჯგუფის დარჩენილი წევრები, გავრცელებული ინფორმაციით ექვსი ადამიანი, ქართველი სამართალდამცავების მიერ იყვნენ „ლოკალიზებულები“ და მათ წინააღმდეგ ოპერაცია კვლავ გრძელდებოდა.

მას არ უთქვამს, რომ შეიარაღებული ჯგუფი საქართველოში დაღესტნიდან გადმოვიდა, თუმცა განაცხადა, რომ „ბუნებრივია“ არსებობდეს ვერსია იმის შესახებ, რომ ინციდენტი და საქართველოში შეიარაღებული ჯგუფის ყოფნა კავშირში იყოს დაღესტანში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან, მათ შორის ისლამისტების გახშირებულ თავდასხმებთან სამართალდამცავებზე. 28 აგვისტოს თვითმკვლელმა ტერორისტმა გავლენიანი სულიერი ლიდერი მოკლა დაღესტანში.

„ჩვენ ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ დავადასტურებთ და არ ვაპირებთ რაიმეს მტკიცებას, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, ამ წყაროებზე დაყრდნობის გარეშეც კი, ყველასათვის ნათელია, რომ ეს მოვლენები ერთმანეთს უკავშირდება და ის უმძიმესი ვითარება, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის ჩრდილო კავკასიის ამ რეგიონებში, კერძოდ ამ ბოლო რამოდენიმე დღეში დაღესტანში, აშკარად კავშირში არის ამასთან. ამაზე უფრო მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვიტყვი“, – განაცხადა ბოკერიამ.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ფსბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის უფროსის მოადგილემ ვადიმ შიბაევმა განუცხადა „რია ნოვოსტის“, რომ საქართველო–რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის გადაკვეთის შემთხვევები არ დაფიქსირებულა და ბრალდებები, თითქოს შეიარაღებული ჯგუფი საქართველოში დაღესტნიდან მოხვდა, „პროვოკაციულია“.

ბოკერიას თქმით, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური სტრუქტურების მიერ საზღვრის დარღვევის უარყოფა „არასერიოზულია“ იმ პირობებში, რომ არსებული რთული რელიეფის გამო შეუძლებელია საზღვრის ტოტალური კონტროლი და „მითუმეტეს იმ ფონზე, რაც ტრიალებს დღეს დაღესტანში“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
86