Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:25 - 22 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსული სააგენტოს ცნობით, ფსბ უარყოფს საქართველოს საზღვრის კვეთას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 აგვ.'12 / 20:31

საქართველოში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ჯგუფი საქართველოში შესაძლოა დაღესტნიდან მოხვდა, „პროვოკაციული“ და უსაფუძვლოა, იტყობინება „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ფსბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის უფროსის მოადგილის ვადიმ შიბაევის სიტყვებზე დაყრდნობით.

„სასაზღვრო სამსახურის მიერ რუსეთ–საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის გადაკვეთის შემთხვევები არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა შიბაევმა.

„სამწუხაროდ, ქართული მხარე პირველად არ იტყობინება რუსეთ–საქართველოს საზღვარზე ინციდენტების თაობაზე, მაგრამ არც ერთხელ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა“, – განაცხადა მან წინა სასაზღვრო ინციდენტების დაკონკრეტების გარეშე.

ეს ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის ამავე სააგენტოს მიერ მანამდე გავრცელებულ ცნობასთან, რომელშიც „რია ნოვოსტი“ დაღესტნის სამართალდამცავი ორგანოდან წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შეიარაღებული ჯგუფი საქართველოში დაღესტნიდან გადავიდა. ამ ინფორმაციის თანახმად, იმ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქართულ ძალებს დაუპირისპირდნენ, დაღესტნის ცუნტინსკის რაიონიდან იყვნენ, რომელიც საქართველოს ესაზღვრება. უცნობი წყაროს ცნობით, მებრძოლები ძალოვანებს ემალებოდნენ და საქართველოში გადავიდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „დივერსანტთა“ შეიარაღებულმა ჯგუფმა რამდენიმე ადამიანი აიყვანა მძევლად საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან ახლოს. შსს–მ განაცხადა, რომ ბოლო სამი დღეა მძევლების გასათავისუფლებლად ოპერაცია მიმდინარეობს. 29 აგვისტოს მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 3 ქართველი ძალოვანი და 11 „დივერსანტი“ იქნა მოკლული. ყველა მძევალი გათავისუფლებულია, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

იმ მოკლე განცხადებებში, რომლებიც აქამდე შსს–მ გამოაქვეყნა, არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ ვინ არიან ეს „დივერსანტები“ ან მოხვდნენ თუ არა ისინი საქართველოში რუსეთიდან. „რუსთავი 2“–მა და „იმედმა“, პროსახელისუფლებო ორმა ნაციონალურმა არხმა, განაცხადეს, რომ შეიარაღებული დაჯგუფება სავარაუდოდ დაღესტნიდან გადმოვიდა საქართველოში.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ იყვნენ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები და აღნიშნა, რომ შსს–ს კომპეტენციაში შედის ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. თუმცა მან განაცხადა: „ეს არის ჯგუფი, რომელიც აღმოჩენილ იქნა საქართველო–რუსეთის საზღვარზე დაღესტნის მონაკვეთთან, ეს არის შეიარაღებული ჯგუფი და ჯგუფის წევრები არ არიან საქართველოს მოქალაქეები“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
86