Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაქრაძე: საქართველო დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას ნებისმიერ პირობებში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 აგვ.'12 / 18:37

პარლამენტის თავმჯდომარემ და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ ქართული ძალების მიერ კახეთში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას აღნიშნა, რომ  საქართველო დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას ნებისმიერ პირობებში.

„ჩვენ მოქალაქეებს შეუძლიათ იყვნენ მშვიდად იმიტომ, რომ დღეს განსხვავებით ათი წლის წინანდელისგან, განსხვავებით იმისგან, სადაც უნდათ ზოგიერთ ჯგუფებს ჩვენი მიბრუნება, დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს შეიარაღებული ძალები, პოლიცია, ხელისუფლება და დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას ნებისმიერ პირობებში“, – განაცხადა მან სავარაუდოდ მხედველობაში ჰყავდა რა „ზოგიერთ ჯგუფებში“ მთავარი საარჩევნო კონკურენტის ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია, რომელზეც ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ მას ქვეყნის წარსულში დაბრუნება სურს.

„რაც არ უნდა დიდი იყოს პრობლემა ან გამოწვევა, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ მოსახლეობას შეუძლიათ იყვნენ მშვიდად – ქართული სახელმწიფო იცავდა და დაიცავს მათ უსაფრთხოებას“, – დასძინა ბაქრაძემ.

ოთხშაბათს ღამით კახეთში დაწყებულ ოპერაციას, რომელსაც ხელისუფლებამ დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის დევნისა და ასევე "ანტიტერორისტული" ოპერაცია უწოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი სპეცრაზმელი და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი ემსხვერპლა. ხუთი ქართველი ძალოვანი დაჭრილია, რომლებიც ამჟამად ჰოსპიტალიზებულები არიან და ოფიციალური ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს–მ განაცხადა, რომ „დივერსანტების“ მიერ აყვანილი მძევლები შეიარაღებული შეტაკების შედეგად გაათავისუფლა, რის შედეგადაც 11 „დივერსანტია“ მოკლული, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს ალყაში მოქცეული შეიარაღებული ჯგუფის 6 წევრის დაკავების ღონისძიება.     

 

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
63