Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:27 - 18 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 აგვ.'12 / 12:19

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო განაცხადი შეიტანა, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციონერი მილიარდერის ინვესტიციები, ძირითადად "ქართუ ბანკში", „საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებული და უხეში პოლიტიკური თავდასხმის სამიზნე გახდა“ მას შემდეგ, რაც მან ოქტომბერში პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. 

ივანიშვილი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, აცხადებს, რომ საქართველომ ინვესტიციების დაცვის შესახებ 1997 წელს საფრანგეთთან ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება დაარღვია. 

24–გვერდიანი უკანასკნელი შეტყობინება დავის შესახებ, რომელიც ივანიშვილის სახელით იურიდიულმა კომპანიამ Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom საქართველოს მთავრობას ორი კვირით ადრე გაუგზავნა, ვიდრე 15 აგვისტოს საარბიტრაჟო საქმისწარმოება დაიწყებოდა, დეტალურად აღწერს მილიარდერი ოპოზიციური პოლიტიკოსის პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ მის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა იგი სულ ცოტა 186 მილიონი აშშ დოლარით აზარალა.

„ბატონი ივანიშვილი ითხოვს ზიანის სრულ ანაზღაურებას მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო, ხელშეკრულებისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, რეპარაცია/კომპენსაცია უნდა მოიცავდეს ზიანის, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მიადგა ბატონ ივანიშვილს საქართველოს მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო“, – ნათქვამია უკანასკნელ შეტყობინებაში დავის შესახებ.

ერთ–ერთი მთავარი საჩივარი ეხება „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, რომლის ბენეფიციარი მფლობელიც ივანიშვილი 2012 წლის 30 აპრილამდე იყო.

კერძოდ, ივანიშვილი აცხადებს, რომ ოქტომბერ–ნოემბერში მიღებული სადავო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საგადასახადო ორგანოებს უპირატესობას ანიჭებს და რომლის  თანახმადაც, პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულებები და მხოლოდ შემდგომ დაიფაროს ფინანსური ინსტიტუტების მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, სპეციალურად „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ იქნა მიმართული, რის შედეგადაც ბანკმა 114.6 მილიონი აშშ დოლარით იზარალა. ეს ის თანხაა, რომელიც ბანკმა უზრუნველყოფის სახით მიიღო გაცემული სესხების სანაცვლოდ. სადავო საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში მოქმედი დანარჩენი 18 კომერციული ბანკის მიმართ არ იქნა გამოყენებული. ეს რეგულაციები 2012 წლის აპრილის ბოლომდე მოქმედებდა.

სხვა ბრალდებებს შორისაა: „ქართუ ბანკში“ ანგარიშების მქონე „უამრავი“ მომხმარებლის იძულება, რომ დაეხურათ ეს ანგარიშები, რასაც შედეგად მოყვა „ქართუ ბანკიდან კაპიტალის უპრეცედენტო გადინება 45 000 000 ლარის ოდენობით 2011 წლის ოქტომბრის ბოლო ორი კვირის განმავლობაში“; ასევე „ქართუ ბანკზე“ 822 040 ლარის „დაუსაბუთებელი“ ჯარიმის დაკისრება ვითომდა უკანონო პოლიტიკური შემოწირულობებისთვის; ასევე ივანიშვილზე დაკისრებული  „უკანონო“ ჯარიმა 74 325 065 ლარის ოდენობით.

ივანიშვილი აცხადებს, რომ ყველა ეს ქმედება იყო „საქართველოს მხრიდან მცდელობა, შეეფერხებინათ იგი გამოეყენებინა თავისი უფლებები, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის ოპოზიციონერ კანდიდატს“.   
 

უახლესი ამბები
18 მაი.'13 16:27
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ‘შოკირებულია’ თბილისში ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის გამო
ჰოლანდიის მთავრობამ საქართველოს ელჩი დაიბარა „უკმაყოფილების“ გამოსახატავად.
18 მაი.'13 15:21
მაია ფანჯიკიძემ კრაკოვში შეხვედრები გამართა
მან აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა; ასევე კეტრინ ეშტონს შეხვდა.
18 მაი.'13 13:09
სააკაშვილი: მთავრობამ არ უნდა დაუშვას ძალადობის ფონის მომატება
მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა ხელს უწყობს ყველა ტიპის ძალადობის ზრდას ქვეყანაში.
17 მაი.'13 21:21
პოლიციას ძალადობის აღკვეთაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებენ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია უსუსური იყო დაეცვა ლგბტ აქტივისტების და მათი მომხრეების აქცია.
17 მაი.'13 21:04
პატრიარქი: ეკლესია ემიჯნება ძალადობას, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება
ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს დაშლისკენ მოუწოდა.
17 მაი.'13 20:44
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოთხი სასესიო დღის განმავლობაში განხილვის ხანგრძლივი პროცედურა.
17 მაი.'13 19:59
ივანიშვილი ძალადობას გმობს
დამნაშავეებს „კანონის შესაბამისად მოექცევიან“, ნათქვამია პრემიერ–მინისტრის წერილობით განცხადებაში.
17 მაი.'13 19:52
პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და აჭარის ტელევიზიის რეფორმირებას, სავალდებულო ტრანზიტს და მაუწყებელთა მეტ ფინანსურ გამჭირვალობას ეხება.
17 მაი.'13 19:35
ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა
პარლამენტმა თანმობა მისცა ქაბულში განთავსებული ქართული ოცეულის ფრანგული სარდლობიდან აშშ-ის კონტიგენტის დაქვემდებარებაში გადასვლას.
17 მაი.'13 19:01
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში დაპირისპირების დროს 28 ადამიანი დაზიანდა
სერგეენკოს თქმით, ერთი გარდა, ყველა დაზიანება არის "მსუბუქი".

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
67

Visitors
Since July 1, 2001