Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ირანის პრეზიდენტი ‘მოძმე ქართველ ერს’ დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 მაი.'12 / 16:29

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა თავისი ქართველი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში საქართველოს 26 მაისის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 

„პრეზიდენტმა თავის გზავნილში იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება ორმხრივ და საერთაშორისო სფეროებში და ჩამოყალიბდება მშვიდობა და სამართლიანობა და აღმოიფხვრება დისკრიმინაცია მსოფლიოს მასშტაბით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირანის პრეზიდენტის ვებ–გვერდზე 26 მაისს გამოქვეყნდა.

„ვიყენებ შესაძლებლობას და ვთხოვ ყოვლისშემძლე ღმერთს აყვავებას და პროგრესს დიდი მოძმე ქართველი ერისთვის და მთავრობისთვის“, – ნათქვამია ირანის პრეზიდენტის მისალოცში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. 

ირანის პრეზიდენტმა მისალოცი ბარათი მიხეილ სააკაშვილს 2008 წელს გაუგზავნა, როდესაც ის მეორედ იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტად; 2012 წლის მარტში საქართველო იმ 38 ქვეყანას შორის იყო, რომელთა ლიდერებმაც ირანის პრეზიდენტისგან ნოვრუზთან დაკავშირებით მისალოცი ბარათები მიიღეს.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
76