Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საშემოსავლო გადასახადი 15%–მდე აღარ შემცირდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მაი.'12 / 18:53

საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%–დან 15%–მდე აღარ შემცირდება და სანაცვლოდ, 2013 წლიდან ამოქმედდება ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც გადამხდელს შეეძლება 20%–იანი საშემოსავლო გადასახადიდან 18% გადაიხადოს ბიუჯეტში, ხოლო 2% ნებაყოფლობით საფუძველზე მიმართოს ინდივიდუალური დაგროვებით ანგარიშზე.

საგადასახადო კოდექსში მთავრობის მიერ შემუშავებულ ამ ცვლილილებას პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით უყარა კენჭი.

საშემოსავლო გადასახადის 20%–დან 15%–მდე შემცირებას 2011 წლიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა. კერძოდ, კანონით განსაზღვრული გრაფიკის თანახმად, 2013 წლამდე საშემოსავლო გადასახადი 20%, 2014 წლამდე – 18%, ხოლო შემდგომ 15% უნდა გამხდარიყო.

თუმცა მთავრობის ახალი შემოთავაზებით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი კვლავ 20%–იან ნიშნულზე დარჩება.

ნოვაციას წარმოადგენს ინდივიდუალური დაგროვების ახალი სისტემის შემოღება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ დაქირავებულს შეუძლია საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში გადაიხადოს 18%, ხოლო 2% ნებაყოფლობით მიმართოს დაზოგვის ანგარიშზე. თუ პირი არ მოინდომებს 2%–ის დაზოგვას, მისი საშემოსავლო გადასახადი მთლიანად ბიუჯეტში მიიმართება.

ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაგროვების წესსა და პირობებს სპეციალური კანონი ადგენს, რომელიც დღეს ასევე პირველი მოსმენით იქნა მიღებული.

ამ კანონპროექტის თანახმად, სააქციო საზოგადოების ფორმით შეიქმნება აქტივების მმართველი კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფიზიკური პირების შენატანის მართვას ამ პირების მიერ არჩეული სქემის შესაბამისად. მმართველი კომპანიების საქმიანობის ლიცენზირებას და ზედამხედველობას ეროვნული ბანკი განახორციელებს. დაზოგილი თანხის მიღება, კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეებს არანაკლებ 15 წლის შემდეგ შეეძლებათ.

ამ ინიციატივის წარდგენისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება რამოდენიმე მმართველი კომპანიის შექმნა. მისი თქმით, იმ პირს, ვინც ამ კომპანიებთან თანამშრომლობას მოისურვებს, შეეძლება „გააკონტროლოს, თუ რა ეკონომიკურ პროექტებში ბრუნავს მისი ფული, რათა საბოლოო ჯამში, დანაზოგთან ერთად ამ ადამიანებმა პროცენტული დანამატებიც მიიღონ“.

მას არ დაუსახელებია, თუ რა კონკრეტულ პროექტებში შეიძლება დაიხარჯოს ეს ინდივიდუალური დანაზოგები, თუმცა ზოგიერთმა ეკონომიკურმა ექსპერტმა და დეპუტატმა ოპოზიციიდან ეჭვი გამოთქვა, რომ ეს თანხები შესაძლოა მოხმარდეს იმგვარ პროექტებს, როგორიცაა ქალაქ ლაზიკას მშენებლობა.

დეპუტატმა ოპოზიციიდან ჯონდი ბაღათურიამ, რომელმაც გააკრიტიკა ახალი ინიციატივა, განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს „მოატყუოს“ ხალხი, რადგან მათ საშემოსავლო გადასახადის სახით რეალურად ისევ 20%–ის გადახდა მოუწევთ.

„ეს არის თაღლითობა, რომლის გზითაც ახლა მთავრობა ცდილობს მილიონობით საბიუჯეტო სახსრების გადამისამართებას კერძო ბიზნესში, თავის პირად ბიზნესში,“– განაცხადა ბაღათურიამ და კანონპროექტის მიღების შეჩერებისკენ მოუწოდა. 

მმართველი პარტიის დეპუტატებმა უარყვეს ეს კრიტიკა და განაცხადეს, რომ ეს ინიციატივა არის „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ გადადგმული დასაქმებულების ინტერესების მიმართულებით.

მთავრობის განცხადებით, ინდივიდუალური დაგროვების სისტემის შექმნის მიზანია გრძელვადიანი კრედიტისთვის რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის საფონდო ბირჟის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
72