Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:20 - 23 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ივანიშვილის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მაი.'12 / 12:57

  • „დიდ ფულსა და დემოკრატიას შორის კონკურენციაში, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს და საქართველოშიც ასე მოხდება“.


პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე, ჩიკაგოში 20 მაისს. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით, რაც ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, საქართველოს ხელისუფლებამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „დელეგიტიმაციის შეთქმულება ჩაშალა“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 მაისს ჩიკაგოში ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე გამოსვლისას.  

შეხვედრისას აუდიტორიიდან დასმულ შეკითხვაზე, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, სააკაშვილმა უპასუხა: „ძალიან მარტივი შეკითხვაა“.

„საქართველოს კონსტიტუციაში ახლახანს შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქე რომც არ იყოთ და იყოთ ევროკავშირის მოქალაქე, შეგეძლებათ კენჭი იყაროთ ნებისმიერ არჩევნებში“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ძირი გამოვუთხარეთ შეთქმულებას, რომელიც ჩვენი არჩევნების დელეგიტიმაციას ისახავდა მიზნად“, – განაგრძო სააკაშვილმა, „რადგანაც ვფიქრობ, რომ რაც ქართული დემოკრატიის მტრებს სურთ, არის ის, რომ საქართველო გამოიყურებოდეს ქვეყნად, რომელიც თავის ოპოზიციას საარჩევნო უფლებებს ან სხვა უფლებებს ართმევს“.

„რამდენი ქვეყანა აძლევს უფლებას არამოქალაქეებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა?  ჩვენ ვაკეთებთ ამას და მიზეზი რისთვისაც ვაკეთებ ამას არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა ვინმემ შელახოს ის რეალობა, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა“, – განაცხადა მან, „სწორედ ეს არის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებით“.

დამატებით შეკითხვაზე, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას ეხებოდა, სააკაშვილმა უპასუხა: „ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ. ნებისმიერ ადამიანს, აქვს მას დიდი ფულადი რესურსი თუ სხვა რამ, შეუძლია ნებისმიერ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა – ეს პრობლემა არ არის“.

„რასაც ჩვენ გავაკეთებთ არის ის, რომ  ზოგად ჩარჩო [პრინციპს] ხელშეუხებელს დავტოვებთ. ეს ჩარჩო არის ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ერთი ადამიანი არის ერთი ხმა მიუხედავად იმისა, თუ რა რესურსები დგას ამ პიროვნების უკან და საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, არა აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, ხალხის ნება გაიმარჯვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ყოველთვის როცა ადგილი აქვს კონკურენციას – გარეშე საფრთხეები ეროვნული განვითარების წინააღმდეგ, ან დიდი ფული დემოკრატიის წინააღმდეგ, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში კეთილი საქმეები ყოველთვის იმარჯვებენ და მიმაჩნია, რომ საქართველოშიც ასე მოხდება", – აღნიშნა მან. 

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ოქტომბერში პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შეუწყდა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებამ უარი უთხრა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიცემაზე და სანაცვლოდ ორმაგი მოქალაქეობის პროცედურის გამოყენება ურჩია, შემოთავაზებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე იყაროს კენჭი არჩევნებში. 

ამ შემოთავაზების თანახმად, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უნდა დაამტკიცოს, ევროკავშირის მოქალაქეს, რომელიც საქართველოშია დაბადებული და „ბოლო 5 წელი ცხოვრობდა საქართველოში“ შესაძლებლობა ექნება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ივანიშვილის თქმით, ეს საკონსტიტუციო ცვლილება „აბსურდია“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.
23 მაი.'13 13:33
ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა
„მიმდინარეობს აშკარად პოლიტიკური დევნა“, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
23 მაი.'13 12:29
პატრიარქი სინანულს გამოთქვამს 17 მაისს სასულიერო პირების ‘უზრდელი’ ქცევის გამო
საპატრიარქოს განცხადებით, აგრესიულ ქმედებებში მონაწილე რამდენიმე სასულიერო პირმა მთელ ეკლესიას მიაყენა ზიანი.
23 მაი.'13 11:21
მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
22 მაი.'13 21:15
სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და კახეთის გუბერნატორისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.
22 მაი.'13 19:52
სააკაშვილი: 'დღეს ვასამართლებთ საქართველოს უახლოეს ისტორიას'
მისი თქმით, მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი არის „გზასაგასაყარი იმისა, თუ საით წავა საქართველო“. 
22 მაი.'13 17:12
ევროკავშირის რეაქცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებაზე
ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეებს და მოელის, რომ „ის სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად“ წარიმართება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31

Visitors
Since July 1, 2001