Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:02 - 20 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის კომპანია 4.76 მილიონი ლარით დაჯარიმდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 მაი.'12 / 23:55

„მენეჯმენტ სერვისი“, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან  ასოცირებული ერთ–ერთი კომპანია, კონტროლის პალატამ 4.76 მილიონი ლარით დააჯარიმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით, განაცხადეს ივანიშვილის ადვოკატებმა და კონტროლის პალატამ 15 მაისს.

კონტროლის პალატამ, რომელიც პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგს ახორციელებს, განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება, მათ შორის ოფისების დაქირავება და მათი გარემონტება, "იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს". 

"გამოვლინდა, რომ აღნიშნული ბიზნეს გარიგებები არ იყო მოგებაზე ორიენტირებული და შესაბამისად, არ ემსახურებოდა კომპანიის სამეწარმეო მიზნებს", – განაცხადა კონტროლის პალატამ.  

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ „მენეჯმეტ სერვისი“ შუამავლის როლს ასრულებდა „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული რამდენიმე პოლიტიკური პარტიისთვის ქვეყნის მასშტაბით ოფისების დასაქირავებლად.

„მენეჯმენტ სერვისმა" საქართველოს მასშტაბით 60 ადგილას იქირავა საოფისე ფართები, რომლებიც შემდეგ "ქართულმა ოცნებას" მიაქირავა. 

ივანიშვილის ერთ–ერთმა ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ კონტროლის პალატამ იმ მიზეზით დააჯარიმა კომპანია, რომ თითქოს ის „ქართულ ოცნებას“ მომსახურებას უფასოდ ან შეღავათიან ფასებში უწევდა. მისი თქმით, კონტროლის პალატამ ამგვარ მომსახურებად ჩათვალა ის მცირედი სარემონტო სამუშაოები, რომლებიც კომპანიამ რამდენიმე ოფისში განახორციელა. 

კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ "მენეჯმენტ სერვისის" მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები  476 619 ლარად შეფასდა "ყველაზე დაბალი ხარისხის სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულებით". 

სწორედ ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა კონტროლის პალატამ "მენეჯმენტ სერვისი" პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობის გამო, რაც უწყების თქმით, სარემონტო სამუშაოების უსასყიდლო მომსახურებაში გამოიხატა. 

ბარამიძემ ასევე განაცხადა, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება „უკანონო“ და „უსაფუძვლოა“ და ადვოკატები მას თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

თუმცა, მან ანალოგიურ საქმეებთან დაკავშირებით წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო, ისევე როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები, კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას ხანმოკლე დროში განიხილავენ და ძალაში დატოვებენ.

„მენეჯმენტ სერვისს“ 30 დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა, თუმცა ის ამას ვერ გადაიხდის. კომპანიას არ გააჩნია ამდენი აქტივი, რომ გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ძალაში შევა გადაწყვეტილება, კომპანია იქნება გაკოტრებული“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ. 

ივანიშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ „მენეჯმენტ სერვისის“ შესაძლო გაკოტრებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას კოალიცია „ქართული ოცნების“ 60 ოფისის ფუნქციონირებას, რომლებიც კოალიციაში შემავალმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ამ კომპანიის შუამავლობით იქირავეს. 

„ამ დარტყმის მიყენებით, ბუნებრივია, ის პირდაპირ აყენებს ზიანს „ქართულ ოცნებას“. კონტროლის პალატის მთავარი მიზეზი, რის გამოც მან გადაწყვიტა ამ მართლაც უპრეცედენტო ჯარიმის დაკისრება, არის ის, რომ შპს „მენეჯმენტ სერვისის“ გაკოტრებით რეალურად დარტყმის ქვეშ დააყენოს „ქართული ოცნება“, რადგანაც ის ხელშეკრულებები, რომლითაც დაქირავებული აქვთ ოფისები „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს, გაუქმდეს“, – განაცხადა ბესელიამ.
   
„მენეჯმენტ სერვისის“ ინფორმაციით, მისი საქმიანობის სფეროები მოიცავს უძრავ ქონებას, ასევე ბათუმის დელფინარიუმის და ქობულეთის გასართობი პარკის მართვას.

ამ ბოლო ჯარიმის ჩათვლით, მთლიანმა ფინანსურმა ჯარიმებმა, რომლებიც ივანიშვილს და მასთან ასოცირებულ კომპანიებს თუ ინდივიდუალურ პირებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით დაეკისრათ, 11.38 მილიონი ლარი შეადგინა. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
20 მაი.'13 13:02
ევროკავშირის დელეგაციის განცხადება 17 მაისის ძალადობის შესახებ
ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა „დაიცვას მისი ყველა მოქალაქის უფლებები მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით“.
20 მაი.'13 12:59
პრემიერ-მინისტრი მიესალმა 17 მაისის მოვლენების დროს პოლიციის მოქმედებას
ივანიშვილის თქმით, პოლიციის ქმედება კარგად კოორდინირებული იყო.
20 მაი.'13 12:57
სააკაშვილი ტაილანდს სტუმრობს
პრეზიდენტი კვირის ბოლოს ეკვადორში გამგზავრებას გეგმავს მისი კოლეგის ინაუგურაციაზე დასასწრებად.
20 მაი.'13 12:23
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის დღე აღნიშნა
პოლიციელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა შეაქო მინისტრი  ღარიბაშვილი.  
18 მაი.'13 16:27
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ‘შოკირებულია’ თბილისში ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის გამო
ჰოლანდიის მთავრობამ საქართველოს ელჩი დაიბარა „უკმაყოფილების“ გამოსახატავად.
18 მაი.'13 15:21
მაია ფანჯიკიძემ კრაკოვში შეხვედრები გამართა
მან აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა; ასევე კეტრინ ეშტონს შეხვდა.
18 მაი.'13 13:09
სააკაშვილი: მთავრობამ არ უნდა დაუშვას ძალადობის ფონის მომატება
მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა ხელს უწყობს ყველა ტიპის ძალადობის ზრდას ქვეყანაში.
17 მაი.'13 21:21
პოლიციას ძალადობის აღკვეთაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებენ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია უსუსური იყო დაეცვა ლგბტ აქტივისტების და მათი მომხრეების აქცია.
17 მაი.'13 21:04
პატრიარქი: ეკლესია ემიჯნება ძალადობას, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება
ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს დაშლისკენ მოუწოდა.
17 მაი.'13 20:44
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოთხი სასესიო დღის განმავლობაში განხილვის ხანგრძლივი პროცედურა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
135

Visitors
Since July 1, 2001