Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:17 - 21 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 მაი.'12 / 17:25

მმართველი პარტიის დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ფორმულირება იმგვარად გადააკეთეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს.

კერძოდ, პროექტის თანახმად, რომელსაც დღეს მეორე მოსმენით უყარეს კენჭი, სავალდებულოა, რომ ევროკავშირის მოქალაქე, რომელიც საქართველოშია დაბადებული, ბოლო 5 წელი ცხოვრობდეს საქართველოში, რათა მან 2014 წლის 1 იანვრამდე დაგეგმილ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა შეძლოს. ამასთან, სადეპუტატო ასაკი 25–დან 21 წლამდე იწევს.

პირველი მოსმენით მიღებულ ვარიანტში საქართველოში ცხოვრების 10–წლიანი ცენზი იყო გათვალისწინებული, თუმცა ის მმართველი პარტიის დეპუტატებმა 5 წლამდე დაწიეს მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას საკონსტიტუციო ცვლილება ვერ შეეხებოდა, ვინაიდან საქართველოში მუდმივად 2004 წლიდან ანუ ბოლო 8 წელი ცხოვრობს და არა 10 წელი.

მმართველი პარტიის დეპუტატები პირდაპირ აცხადებენ, რომ ამ, მათი შეფასებით, „უპრეცედენტო“ და „არაორდინალურ“ ცვლილებებს,  ბიძინა ივანიშვილისთვის იღებენ, რათა არჩევნები იყოს „კონკურენტუნარიანი და სამართლიანი“ და მან ვერ შეძლოს „მსხვერპლად“ წარმოაჩინოს თავი, თითქოს არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდება.

დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი და მისი სანდოობა დაზარალდება, თუკი „მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეს ოპოზიციურ ფლანგზე“ არ ექნება „გზა ხსნილი იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში“.

„დღევანდელი ცვლილებების შემდეგ ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველოში არანაირი შეფერხება არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება არც ხელოვნური და არც არახელოვნური იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში არ ექნება,“– განაცხადა მან, „ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვან და მსხვილ კანდიდატებს უბრალოდ თამაშიდან გააგდებენ“.

იმავდროულად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილს ასევე არ ექნება პრობლემა, რომ დაიკავოს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, ვინაიდან მოქმედი კონსტიტუცია ამ მხრივ შეზღუდვას უწესებს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუმცა მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ პროექტში გაკეთდეს სპეციალური ჩანაწერი რაიმე დაბრკოლებების გამოსარიცხად და ოპონენტებს კონკრეტული წინადადებების შეთავაზებისკენ მოუწოდა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესისგან შორს უჭირავს თავი თავად ბიძინა ივანიშვილს და მის კოალიციას, რომლებიც ამბობენ, რომ არ უჭერენ მხარს ასეთ ცვლილებებს, თუმცა დამტკიცების შემთხვევაში ისარგებლებენ მიღებული უფლებებით. ივანიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა რამდენიმეჯერ განაცხადეს, რომ ეს სიტუაცია პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავად შექმნა, როცა ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიცემაზე უარი უთხრა და ახლა მმართველ პარტიაზეა გამოსავლის პოვნა. თუმცა მმართველი პარტია ამ „ჩიხური“ ვითარების შექმნაში ივანიშვილს ადანაშაულებს, რადგან მან ორმაგ მოქალაქეობაზე არ შეიტანა განაცხადი, როგორც ეს სამოქალაქო რეესტრმა ურჩია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
21 მაი.'13 20:17
მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, სააკაშვილი მთავრობას უკრაინული მაგალითის წინააღმდეგ აფრთხილებს
„ყველა უნდა დაფიქრდეს ამ დაპატიმრების პოლიტიკურ შედეგებზე“, განაცხადა მან. 
21 მაი.'13 19:44
სასამართლომ 17 მაისის ძალადობის გამო დაკავებული პირები დააჯარიმა და გაათავისუფლა
ოთხ პირს 100-100 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა ხულიგნობის გამო.
21 მაი.'13 18:21
ივანიშვილის კომენტარი მერაბიშვილის დაკავებაზე
„უნდა დაველოდოთ სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
21 მაი.'13 17:32
უსუფაშვილი 17 მაისის მოვლენებამდე პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადებით უკმაყოფილოა
მისი თქმით, ამ განცხადებამ წააქეზა კონტრდემონსტრანტები, რომ ლგბტ უფლებადამცველების წინააღმდეგ ემოქმედათ.
21 მაი.'13 16:14
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
პროკურატურის თქმით, მერაბიშვილი კორუფციული საქმიანობის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით დააკავეს, ხოლო უახლოეს პერიოდში 26 მაისის მოვლენებსა და გირგვლიანის საქმეზე წარედგინება ბრალი.
21 მაი.'13 11:59
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
„შეუწყნარებლობის ამგვარ ქმედებებს არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
21 მაი.'13 11:53
ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
შინაგან საქმეთა მინისტრი 21 მაისს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
21 მაი.'13 11:42
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
20 მაი.'13 20:40
ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰომოფობიური თავდასხმების გახშირების შესახებ აფრთხილებს
საქართველოში ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში აცხადებს, რომ მთავრობა 17 მაისის ძალადობის გამოძიებას „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება.
20 მაი.'13 18:56
იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე საკანონმდებლო პაკეტი გამოქვეყნდა
საერთო სასამართლოების კანონში და მისგან გამომდინარე სამ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი 20 მაისს მოაწერა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
86

Visitors
Since July 1, 2001