Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:55 - 19 ივნ.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მსხვერპლით დასრულებული წყალდიდობა თბილისში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მაი.'12 / 11:39

საქართველოს ხელისუფლებამ 13 მაისს პირობა დადო, რომ თბილისში შაბათ ღამეს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას თავშესაფრებს გამოუყოფს.

კვირას დედაქალაქში გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. წყალდიდობით ყველაზე მეტად დაზარალებულ ორთაჭალაში ეს სამუშაოები მომდევნო რამდენიმე დღე გაგრძელდება. 

ტერიტორია, სადაც ძირითადად პატარა ქუჩებია ძველი სახლებით და ბარაკებით,  გორგასლის, გულიას და გულუას ქუჩების კვეთაზე მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა დატბორა.     

წყალდიდობის ოთხი მსხვერპლი, მათ შორის ერთი ქალი თავისი ორი მცირეწლოვანი შვილით, მას შემდეგ დაიღუპნენ, რაც პატარა სახლში ნიაღვარი შევარდა და მათ სახლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს, ხოლო მეხუთე ადამიანი, ხნიერი ქალბატონი ერთ-ერთ ახლომდებარე სახლში გარდაცვლილი იპოვეს.


სატელევიზიო კადრი, სადაც ნაჩვენებია ერთ-ერთი სახლი წყალდიდობით ყველაზე მეტად დაზარალებულ ორთაჭალის უბანში, 13 მაისი. 

წყალდიდობამ შენობების პირველი სართულები დატბორა ან მნიშვნელოვნად დააზიანა, ხოლო მანქანები ამოატრიალა.

ზოგიერთი მედია საშუალება, ძირითადად უცხოური საინფორმაციო გამოშვებები, იტყობინებოდნენ, რომ წყალდიდობა ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე მტკვრის კალაპოტიდან გადმოსვლას მოყვა.

თუმცა, შაბათს ღამით მტკვარი კალაპოტიდან არ გადმოსულა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, წყლის კოლექტორებმა ვერ შეძლეს დიდი მოცულობის წვიმის ნაკადის გატარება, რამაც დედაქალაქის ბევრ რაიონში წყალდიდობა გამოიწვია. 

თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად დაზარალებულ ორთაჭალის უბანში დიდი მოცულობის წვიმის წყალმა ტალახი, ხეები და ნამტვრევები წამოიღო, რამაც კოლექტორის გაჭედვა გამოიწვია, შედეგად კი ღვარცოფი დასახლებისკენ წამოვიდა. მან ასევე განაცხადა, რომ კოლექტორის გამართულ მუშაობას ბარაკის ტიპის ”უკანონო” სახლებმაც შეუშალეს ხელი.


კადრში ნაჩვენებია გულუას ქუჩაზე წყალდიდობის შედეგად წამოღებული ნამტვრვებები, 13 მაისი.  

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ხუთი ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა, კვირას ყველაზე დაზარალებულ უბნებს ეწვია და ორთაჭალის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. იგი თავშესაფარს დაპირდა ყველა იმ ადამიანს, ვინც წყალდიდობის შედეგად უსახლკაროდ დარჩა.

მან ასევე განაცხადა, რომ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს თბილისში ბარაკების პრობლემის მოგვარება. სწორედ ამ ტიპის სახლებში ცხოვრობდნენ ორთაჭალაში წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანები. 

”ასეთ პირობებში არავინ არსად, სარისკო ზონაში მითუმეტეს, არ უნდა ცხოვრობდეს, განსაკუთრებით ჩვენ სულ გვეშინოდა, რომ  ძალიან დიდი ნალექი მოვიდოდა რეგიონებში გაზაფხულზე, მაგრამ დაგვარტყდა პირდაპირ თბილისის ცენტრში მოულოდნელად”, - განაცხადა სააკაშვილმა.


გულუას ქუჩაზე წყალდიდობის შედეგად მოგლეჯილი ხეები, 13 მაისი.

წყალდიდობის შედეგად ასევე დაზიანდა სასჯელაღსრულების სამინისტროს ორთაჭალაში მდებარე ადმინისტრაციის შენობა. მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ინფორმაციით, წყალდიდობამ სამინისტროს ინფრასტრუქტურას, მათ შორის 30–მდე ავტომანქანას, ზიანი მიაყენა. 

დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში ასევე დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები. წყალდიდობის ღამეს თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.


სატელევიზიო კადრი, სადაც ჩანს გულუას ქუჩაზე დატბორილი მანქანები, 13 მაისი. 

შაბათს ღამით წყალდიდობამ აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონშიც დააზარალა. წყალდიდობა მოხდა დუშეთის რაიონში, ასევე ლაგოდეხის და ახმეტის რაიონებში, სადაც რამდენიმე სოფელში სახლები დაიტბორა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შინაური ცხოველები წყალმა წაიღო.

ძლიერი წვიმა დედაქალაქში შაბათს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიწყო და სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ნალექის მოცულობამ 93 მილიმეტრი შეადგინა. ბოლოს ამ რაოდენობის ნალექი თბილისში 2009 წელს დაფიქსირდა.

ხელისუფლების თქმით, ზიანი საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ზუსტი საფინანსო შეფასება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

უახლესი ამბები
19 ივნ.'13 17:55
შსს: სამალავებში აღმოჩენილ წამების ვიდეოებთან დაკავშირებით ხუთი პირია დაკავებული
ოთხი მათგანი ყოფილი და მოქმედი პოლიციელები არიან, აცხადებს შსს.
18 ივნ.'13 20:02
უსუფაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტიდან ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა „შერჩევითი პოლიტიკური სამართალი“ გამოავლინა.
18 ივნ.'13 19:24
შსს-ში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო მასალები კვირას განადგურდება
პირველ ეტაპზე იგეგმება იმ 54 დისკის განადგურება, სადაც ინტიმური შინაარსის ფაილებია თავმოყრილი.
18 ივნ.'13 16:15
სუბარის თქმით, მერაბიშვილი საპატიმროში ტელევიზორით უზრუნველყოფილი იქნება
ნაციონალური მოძრაობის გენმდივანმა საკანში ტელევიზორის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
17 ივნ.'13 18:48
ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიული პრაიმერით გამოავლენს
პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და ერთი კვირის თავზე მსურველთა ზუსტი რაოდენობა გამოიკვეთება, განაცხადა ბაქრაძემ.
17 ივნ.'13 17:38
ადვოკატი: მერაბიშვილი შიმშილობს, ითხოვს ტელევიზორს
ყოფილ პრემიერ–მინისტრს ასევე სურს, რომ მისმა ოჯახმა კუთვნილი საბანკო ანგარიშის განკარგვა შეძლოს, განაცხადა ადვოკატმა.
17 ივნ.'13 15:43
ალასანია აზერბაიჯანს სტუმრობს
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.
17 ივნ.'13 14:47
შსს: სამეგრელოში აღმოჩენილია იარაღის სამალავი
შსს–ს  ინფორმაციით, სამალავებში ასევე აღმოჩენილია სამართალდამცველების მიერ ადამიანების სასტიკი წამების ამსახველი ვიდეოფირები.
17 ივნ.'13 10:57
ანტიტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის აქვს წაყენებული ბრალი.
16 ივნ.'13 17:24
სააკაშვილის რომში FAO-ს კონფერენციას ესწრება
პრეზიდენტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21

Visitors
Since July 1, 2001