Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმი ანდჟეი ტიშკევიჩის საწინააღმდეგო პოზიციას არ ცვლის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 მაი.'12 / 15:54

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს სოხუმში, რომ აფხაზური მხარე არ შეცვლის საკუთარ პოზიციას და „კომპრომისზე არ წავა“ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან დაკავშირებით.

სოხუმი, რომელმაც მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა, გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, თუ ამ შეხვედრებს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც დაესწრება.

„ჟენევის დისკუსიების წინ, თანათავმჯდომარეები [ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან] ყოველთვის მართავენ შეხვედრებს სოხუმში, ცხინვალში, თბილისსა და მოსკოვში. მაგრამ ამჯერად ჩვენ საგანგებო ვითარება გვაქვს, რადგანაც ინციდენტების პრევენციის მექანიზმთან დაკავშირებით კრიზისია“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ 10 მაისს ვიაჩესლავ ჩირიკბას სიტყვებზე დაყრდნობით, „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ანდჟეი ტიშკევიჩთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვით, რომ ამის გადახედვას არ ვაპირებთ. ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ“.

მან ასევე განაცხადა, რომ თანათავმჯდომარეებთან ჟენევაში 7–8 ივნისს დაგეგმილი მოლაპარაკებათა მე–20 რაუნდის დღის წესრიგი განიხილა.    

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
69