Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:12 - 19 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის ტელევიზიამ მაუწყებლობა დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 მაი.'12 / 12:11


კადრში ჩანს ნათია ლაზაშვილი, რომელიც 11 წლის მანძილზე, 2006 წლამდე „რუსთავი 2“–ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო, ამჟამად კი მეცხრე არხის 9–საათიანი საინფორმაციო გამოშვება მიყავს.

მეცხრე არხმა, რომლის თანამფლობელიც ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნება“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა, ორშაბათს საღამოს მაუწყებლობა საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო.

არხის აღმასრულებელი დირექტორის კახა ბექაურის თქმით, ამჟამად, არხი საცდელ რეჟიმში მუშაობს და მასზე დღის განმავლობაში სამი საინფორმაციო გამოშვება, ასევე პოლიტიკური თოქ–შოუ და თოჯინური პოლიტიკური სატირა გავა.

დარჩენილ საეთერო ბადეს საცდელი მაუწყებლობის პერიოდში, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე გაგრძელდება, დოკუმენტური და მხატვრული ფილმებით შეავსებენ. ამის შემდეგ დაგეგმილია ტელეკომპანიის მთლიანად საინფორმაციო არხად ფორმირება, განაცხადა ბექაურმა, რომელიც 2011 წლის იანვრამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორი იყო.

ბიძინა ივანიშვილს ადრე უკვე ჰქონდა იგივე სახელწოდების არხი საქართველოში, რომელიც 2004 წელს მოულოდნელად დაიხურა.

მეცხრე არხს სატელიტით და საკაბელო ქსელით მაუწყებლობის ლიცენზია აქვს, თუმცა მაყურებლისთვის მისი ხელმისაწვდომობა ამ ეტაპზე შეზღუდულია.

ამჟამად, მეცხრე არხი საკაბელო კომპანიის „გლობალ TV“–ის აბონენტებისთვის და სატელიტური თეფშების მფლობელებისთვისაა ხელმისაწვდომი თურქული სატელიტური და საკაბელო ტელევიზიის ოპერატორი Turksat–ის მეშვეობით. არხი პირდაპირ ონლაინ რეჟიმშიც გადაიცემა

ამ ეტაპზე, არხის მაუწყებლობას „გლობალ TV“–ის გარდა არცერთი საკაბელო კომპანია არ უზრუნველყოფს.

„შევეცდებით, რომ ყველა საკაბელო მაუწყებლობასთან მივიდეთ და ჩაგვრთონ საკუთარ პაკეტში. მათ დიდ ნაწილს ეშინია, ნაწილი - ხელისუფლების კონტროლქვეშა და ბუნებრივია, უარს გვეუბნებიან“, – განუცხადა ბექაურმა ჟურნალ „ლიბერალის“ ელექტრონულ გამოცემას. 

ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე, კომპანია „გლობალ TV“–ის აქციების 66.8%–ის მფლობელია.

ცოტა ხნის წინ ამ საკაბელო ქსელის მეშვეობით მაუწყებლობაზე კომერციული მოტივით უარი განაცხადეს ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“–მა და „იმედმა“.

თუმცა, „გლობალ TV“–ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ორმა ნაციონალურმა მაუწყებელმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ აბონენტები სხვა საკაბელო კომპანიაში გადასულიყვნენ და „გლობალ TV“–ის პოტენციური კლიენტები დაეკარგა.
 
„გლობალ TV“–ის მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზღაძემ გასულ კვირას განუცხადა Civil.ge-ს მონაცემების დაკონკრეტების გარეშე, რომ ორი არხის გათიშვამ აბონენტების რაოდენობის მხოლოდ უმნიშვნელო შემცირება გამოიწვია.

მეცხრე არხის 9–საათიანი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, „რუსთავი 2“–ის ყოფილმა ჟურნალისტმა, ნათია ლაზაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ხელოვნურად შექმნილი პრობლემებისა, მეცხრე არხი საცდელ მაუწყებლობას იწყებს.

მეცხრე არხის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განბაჟების დროს შვიდ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როცა არხის აპარატურა განზრახ დააზიანეს

მეცხრე არხის აღმასრულებელი დირექტორი კახა ბექაური აცხადებს, რომ ტელეკომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს იმ, დაახლოებით, ორმოცი „ბიუროს“ დახმარებით, რომელიც არხს ქვეყნის მასშტაბით ექნება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
19 აპრ.'18 18:12
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შიდაპარტიულ დავაზე გადაიდო
მმართველი პარტიის დეპუტატების შეხვედრას, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება. 
19 აპრ.'18 15:58
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის პირველ კვარტალში
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.    
19 აპრ.'18 13:02
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა
ნათია მიქელაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.
18 აპრ.'18 19:32
მმართველი პარტიის დეპუტატები შიდაპარტიული დაპირისპირების თაობაზე შეიკრიბებიან
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას ხვალ საღამოს გამართავს.
18 აპრ.'18 19:07
ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.
18 აპრ.'18 16:09
პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკის გარშემო პოლიტიკური დავა გრძელდება
პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მის წინააღმდეგ შეთანხმებული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
18 აპრ.'18 14:06
აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოფიცრებმა დააკავეს.
18 აპრ.'18 12:04
მარგველაშვილი შეწყალების პრაქტიკის შესახებ კრიტიკას პასუხობს
პრეზიდენტი დროებით წყვეტს ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალებას.
17 აპრ.'18 16:12
ადვოკატის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები აკლდა
პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის მამას და ადვოკატს გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
16 აპრ.'18 18:46
შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
არჩევნები ვანის და ხონის მაჟორიტარული ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
97