Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:27 - 18 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი კვლავ დარწმუნებულია, რომ მოქალაქეობას დაიბრუნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 აპრ.'12 / 12:30


ბიძინა ივანიშვილი 5 აპრილს, კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ფოტო: ინტერპრესნიუში. 

ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა „უსუსური და უაზრო“ უწოდა სამოქალაქო რეესტრის იმ დასკვნას, რომლითაც მას ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა და გამოთქვა რწმენა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს მოქალაქე იქნება.

„21 აპრილს მე, როგორც საქართველოს მოქალაქე დავაფუძნებ და მივიღებ დაფუძნებაში მონაწილეობას ახალი პარტიის „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა მან 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

„უფრო მოგვიანებით ჩვენი კოალიცია ბლოკად ჩამოყალიბდება და მისი სახელი იქნება „ივანიშვილი – ქართული ოცნება“. მე ვიქნები ლიდერი ამ ბლოკის და მევე დავრჩები პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი“, – აღნიშნა მან.

როგორც ივანიშვილის ადვოკატმა და მისი მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრმა არჩილ კბილაშვილმა განმარტა, პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს ეწურება ბოლო ვადა, რათა გაიზიაროს ან არ გაიზიაროს სამოქალაქო რეესტრის „მცდარი და კანონშეუსაბამო“ დასკვნა.

„ველოდებით“, – განაცხადა მან და განმარტა, რომ ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის 21 აპრილისთვის საქართველოს მოქალაქე იქნება, „ეს არის ჩვენი რწმენა“.

მან თავი აარიდა შემდგომ სამართლებრივ ნაბიჯებზე საუბარს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი უარს იტყვის მოქალაქეობის მიცემაზე.

ბრიფინგზე საუბრისას, სადაც ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა, მან ასევე განაცხადა, რომ მომდევნო ორ კვირაში კოალიცია გააქტიურდება, რათა „ნელ–ნელა წამოიწიოს  ქართველი ხალხის სულისკვეთება“.

„მე მაქვს პროგრამა კონკრეტულად, ჩვენს გუნდს აქვს პროგრამა, გარწმუნებთ, დაწერილი“, – განაცხადა მან, „ჩვენ ნელ–ნელა დავიწყებთ ერთი–ორი კვირის შემდგომ წამოწევას ქართველი ხალხის სულისკვეთების, ჩვენ ნელ–ნელა ვაიძულებთ დაიხიოს უკან ძალადობამ და სააკაშვილის ძალადობა ვეღარ გამოიყენოს ასე ჩვენმავე პოლიციამ. და მე გპირდებით, რომ შემოდგომისთვის ჩვენ სიტუაციას მოვიტანთ ისეთს, რომ ქართველებს აღარ ექნებათ შიში, ისინი თავისუფლად და ლაღად მოვლენ და გააკეთებენ სწორ არჩევანს. და ჩვენ უარს ვიტყვით მოძალადე სააკაშვილზე“.     

მოქალაქეობის საკითხზე საუბრისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის „სააკაშვილის შიშზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილება“. 

„ვისაც გააჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევას ჰქონდა რაღაც კანონთან შეხება მაინც, ეს ილუზიაც უნდა დაიკარგოს და გაიფანტოს [სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილების შემდეგ]“, – განაცხადა მან.

„სააკაშვილი იმდენად შეშინებულია, იმდენად აგონიაშია, რომ რამდენიმე დღით წინ გახედვასაც ვერ ახერხებს, რამეთუ ძალიან კარგად შეიძლებოდა დანახვა იმის, რაც მოხდება, რომ უახლოეს დროში საქართველოს მოსახლეობის და მსოფლიო თანამეგობრობის აღშფოთება იმდენად დიდია უკვე და ისე გაიზრდება მისი უკანონო ქმედებით... მას მაინც მოუწევს დაიხიოს უკან და მაინც მოუწევს სამართლიანობის აღდგენა“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა შეაჯამა ის, ქმედებები, რაც ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ექვსი თვის განმავლობაში, მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ განახორციელა. მისი თქმით, მთელი სახელმწიფო მანქანა, მათ შორის პროკურატურა, პოლიცია, ეროვნული ბანკი, პარლამენტი, სასამართლო, კონტროლის პალატა, რომლებიც სხვადასხვა კუთხით მოქმედებენ მის წინააღმდეგ, არის „ერთ კაცზე აგებული“ და „მონოპოლიზებული“. 

„ჩემს მაგალითზე ამის დანახვა კარგად შეიძლება“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ "ყოველგვარ გზას ზღუდავენ, რომ მე შევძლო დაფინანსება პროცესების... კანონები მოირგეს ისე, რომ შეუძლებელია პრაქტიკულად დაფინანსების განხორციელება".

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ განსხვავებით იმ პერიოდისგან, როცა ის სააკაშვილთან ახლოს იყო და მისი დადებითი თვისებების წინ წამოწევას ცდილობდა, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მან ეს მიდგომა შეცვალა.

„ვცდილობ ამ ექვსი თვის განმავლობაში ისე მოვიქცე, ისე მივმართო მას, რომ მან მაქსიმალურად სწრაფად და კარგად აჩვენოს საკუთარი სახე. და მე მგონი, ამაში ჩემი კარგი დამსახურებაა“, – განაცხადა მან, „ჩვენ მოვახერხეთ და ძალიან კარგად დავინახეთ მისი სახე მოკლე დროში და არავის მე მგონი საქართველოში ილუზია აღარ დარჩა, რომ ვინ არის ეს კაცი, რომ ერთი კაცი მართავს  ქვეყანას და მის ხასიათზეა აგებული ყველაფერი და ერთი კაცის ძალადობას განიცდის მთელი ჩვენი ქვეყანა“.

მისი თქმით, სააკაშვილი, რომელმაც „მშვენივრად იცის რეიტინგებიც და საქართველოს მოსახლეობის განწყობაც“, გრძნობს, რომ „ის არ არის კონკურენტუნარიანი“ და „არავითარი გზა არ არსებობს, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს და მხოლოდ ამიტომ მიმართავს ძალადობას“.
 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 მაი.'13 16:27
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ‘შოკირებულია’ თბილისში ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის გამო
ჰოლანდიის მთავრობამ საქართველოს ელჩი დაიბარა „უკმაყოფილების“ გამოსახატავად.
18 მაი.'13 15:21
მაია ფანჯიკიძემ კრაკოვში შეხვედრები გამართა
მან აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა; ასევე კეტრინ ეშტონს შეხვდა.
18 მაი.'13 13:09
სააკაშვილი: მთავრობამ არ უნდა დაუშვას ძალადობის ფონის მომატება
მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა ხელს უწყობს ყველა ტიპის ძალადობის ზრდას ქვეყანაში.
17 მაი.'13 21:21
პოლიციას ძალადობის აღკვეთაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებენ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია უსუსური იყო დაეცვა ლგბტ აქტივისტების და მათი მომხრეების აქცია.
17 მაი.'13 21:04
პატრიარქი: ეკლესია ემიჯნება ძალადობას, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება
ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს დაშლისკენ მოუწოდა.
17 მაი.'13 20:44
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოთხი სასესიო დღის განმავლობაში განხილვის ხანგრძლივი პროცედურა.
17 მაი.'13 19:59
ივანიშვილი ძალადობას გმობს
დამნაშავეებს „კანონის შესაბამისად მოექცევიან“, ნათქვამია პრემიერ–მინისტრის წერილობით განცხადებაში.
17 მაი.'13 19:52
პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და აჭარის ტელევიზიის რეფორმირებას, სავალდებულო ტრანზიტს და მაუწყებელთა მეტ ფინანსურ გამჭირვალობას ეხება.
17 მაი.'13 19:35
ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა
პარლამენტმა თანმობა მისცა ქაბულში განთავსებული ქართული ოცეულის ფრანგული სარდლობიდან აშშ-ის კონტიგენტის დაქვემდებარებაში გადასვლას.
17 მაი.'13 19:01
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში დაპირისპირების დროს 28 ადამიანი დაზიანდა
სერგეენკოს თქმით, ერთი გარდა, ყველა დაზიანება არის "მსუბუქი".

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35

Visitors
Since July 1, 2001