Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:26 - 24 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეროვნული უშიშროების საბჭო ალასანიასგან მიღებულ მასალებს აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მარ.'12 / 20:58

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ 23 მარტს თავის ვებ–გვერდზე  გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც, როგორც საბჭომ აღნიშნა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ირაკლი ალასანიასგან მიიღო. ეს მასალები, ალასანიას თქმით, ამყარებს მის ბრალდებებს სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ჯგუფების ფორმირების თაობაზე.

„ჩვენ დოკუმენტს სრულად ვაქვეყნებთ, რათა საზოგადოებას თავად ჰქონდეს შესაძლებლობა, იმსჯელოს, თუ რამდენად სერიოზულია წარმოდგენილი მონაცემები“, – ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში.

„მოწოდებული მასალა არათუ არ შეიცავს რაიმე ღირებულ ინფორმაციას, მასში უბრალოდ ჩამოთვლილია მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები, მათ შორის  არიან საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოქვეყნებული მასალა შეიცავს ალასანიას წერილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელზე და იმ პირთა თანდართულ სიას, რომლებიც ალასანიას თქმით, შეიარაღებულ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობენ, ასევე რამდენიმე მისამართს ზუგდიდში და რამდენიმე სოფელს სამეგრელოს რეგიონში, სადაც, სავარაუდოდ, ეს ჯგუფები არიან განთავსებულნი; მაგალითად, ერთ–ერთი დაჯგუფების შესახებ ალასანიას წერილში ნათქვამია: „350 კაციანი დაჯგუფება (სპეცდანიშნულების რაზმი); დისლოკაციის ადგილი: ქ.ზუგდიდი, კერძო სახლები. ხელმძღვანელი - კობა ახვლედიანი (როლანდ ახალაიას ყოფილი დაცვის უფროსი)“. როლანდ ახალაია სამეგრელოს რეგიონის მთავარი პროკურორი და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მამაა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, „სრულიად გაუგებარია მოსაზრება, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიცია და შეიარაღებული ძალები არაფორმალური, უკანონო შენაერთები არიან. მით უმეტეს აღმაშფოთებელი და უპასუხისმგებლოა სამოქალაქო ომის ან სირიის ქალაქ ჰომსის მსგავსი ტრაგედიის წინასწარმეტყველება საქართველოში“. მას მხედველობაში ჰქონდა ალასანიას განცხადება, რომელმაც 15 მარტს უცხოელ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე მოუწოდა მათ რეაგირება მოეხდინათ შეიარაღებული ფორმირებების შექმნის პროცესზე,  „სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ კიდევ ერთი ჰომსი არ მივიღეთ ზუგდიდში ან სხვა ადგილას“.

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ წევრის, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 20 მარტს განაცხადა, რომ მას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე მტკიცებულებები გააჩნია. დეტალების განსაჯაროებაზე მან უარი განაცხადა „სახელმწიფო ინტერესებიდან“ გამომდინარე, თუმცა აღნიშნა, რომ მტკიცებულებას, მათ შორის „სრულ ინფორმაციას მათი [შეიარაღებული ჯგუფების] დისლოკაციის, შემადგენლობის, შეიარაღების და დაფინანსების შესახებ“ ეროვნული უშიშროების საბჭოს უგზავნიდა რეაგირებისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ შეიაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის პირდაპირი მითითებებით იქნება, არაფერი აქვთ საერთო რეზერვთან.  მისი თქმით, ისინი იარაღს ატარებენ და მათ ფულს უხდიან.

20 მარტს ალასანიამ განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ის ბოლო „5–6 თვის“ მანძილზე სამეგრელოს მოსახლებისგან და ასევე შეიარაღებული დაჯგუფებების ზოგიერთ წევრთა ნათესავებისგან აგროვებდა ინფორმაციას უკანონო შეიარაღებული ჯგუფების შესახებ.

მისი თქმით, იგი არასდროს აკეთებს განცხადებას, თუ მის სიზუსტეში არაა დარწმუნებული.

„შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის სააკაშვილი; მას ეშინია არჩევნებში დამარცხების, ამიტომაც მას ჭირდება ისეთი რეპრესიული მანქანა, რომელსაც ის აამოქმედებს, თუ არ მოეწონება არჩევნების შედეგები”, – განაცხადა ალასანიამ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
24 მაი.'13 19:26
ივანიშვილი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა
24 მაისს თბილისში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსაც შეხვდნენ. 
24 მაი.'13 17:22
17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა
ამ საქმეზე ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით გასამართლდა, ხოლო ორ სასულიერო პირს ბრალი წარედგინა.
24 მაი.'13 16:58
ხელისუფლებას უკანონო ფარული თვალთვალის წინააღმდეგ მეტი გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებენ
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ შსს-ს ამჟამადაც გააჩნია უკონტროლო მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა.
24 მაი.'13 14:26
სააკაშვილი ეკვადორის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება
იგი რაფაელ კორეას საპრეზიდენტო ინაუგურაციას 24 მაისს დაესწრება.
24 მაი.'13 13:21
ჯონ კერიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მისალოც გზავნილში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ახლო პარტნიორობას“.
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.
23 მაი.'13 13:33
ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა
„მიმდინარეობს აშკარად პოლიტიკური დევნა“, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
61

Visitors
Since July 1, 2001