Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:02 - 20 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: სამოქალაქო ომზე საუბარი ‘დიდი უზნეობა’ და ‘იდიოტიზმია’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 მარ.'12 / 19:06


სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია (მარცხნივ) და პრეზიდენტი სააკაშვილი 17 მარტს წეროვანში სასათბურე მეურნეობაში სტუმრობისას. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ფოტო.

სამოქალაქო ომზე საუბარი, ბრალდებები გასამხედროებული ჯგუფების შესახებ და „მუქარა“ სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის მიმართ სირიის ქალაქ ჰომსის სცენარით, „დიდი უზნეობა“ და „იდიოტიზმია“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 მარტს.

მართალია მას პირდაპირ არავინ დაუსახელებია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ სააკაშვილი ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ წევრის, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ 15 მარტს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა,რომ ხელისუფლება დასავლეთ საქართველოში გასამხედროებულ ჯგუფებს ქმნის და ვარაუდი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი „სამოქალაქო ომისა და დაპირისპირებისთვის“ ემზადება.

„მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმაზე, თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში; რატომ იქმნება გასამხედროებული ჯგუფები? ვინ აიარაღებს მათ?“ – განაცხადა ალასანიამ ინგლისურად საუბრისას. „ეს გვიბიძგებს ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი არ ამზადებს ნიადაგს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის; იგი ამზადებს ნიადაგს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ოფიციალურად დასაჯოს, რადგანაც ჩვენ „სახელმწიფოს მტრები“ ვართ, რადგანაც ჩვენ „კრემლის მიერ ვკონტროლდებით“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ სააკაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა „იმაზე მიანიშნებს, რომ ის სამოქალაქო ომისა და დაპირისპირებისთვის ემზადება“.

„ეს გაზვიადება არ არის“, – განაგრძო მან დიპლომატებთან შეხვედრაზე, „სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ კიდევ ერთი ჰომსი [ქალაქი სირიაში, რომელიც სამოქალაქო ომის ერთ-ერთ კერად იქცა] არ მივიღეთ ზუგდიდში ან სხვა ადგილას, გთხოვთ, თუ შეიძლება დაიწყეთ რეაგირება; ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია იმ დრამატული მოვლენების შეცვლა, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ოქტომბრამდე გაგრძელდება“, –  განაცხადა ალასანიამ.

ალასანიამ იგივე განცხადება გაიმეორა 16 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას და სააკაშვილი „სამოქალაქო ომის“ მომზადებაში დაადანაშაულა.

ამ ბრალდებების საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 17 მარტს წეროვანში სასათბურე მეურნეობის დათვალიერების შემდეგ, რომ ოპოზიცია ცდილობს „საარჩევნო კამპანიაში ჩაგვითრიონ“.

„ისინი ფიქრობენ სკამებზე და მე ვფიქრობ ამ სათბურებზე, საწარმოებზე, ახალ კურორტებზე, ახალ ქალაქებზე, ახალ სამუშაო ადგილებზე, ახალ სკოლებზე და უნივერსიტეტებზე იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ამბიცია და არა ის, ვინ რომელ სკამზე გადაჯგუფდება, ჩემი ჩათვლით, შემდგომი წლის განმავლობაში; ისინი არიან ობსესირებული სკამებზე; ეს არავისთვის მოულოდნელი არ არის; ამიტომ, ამაზე მე რეაგირებას არ ვახდენ; რა კამპანიაც უნდათ ატარონ კანონის ფარგლებში, ღმერთმა ხელი მოუმართოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მაგრამ ახლა ეს ნოტები გააჟღერეს და დაემუქრნენ სამეგრელოს სირიის სცენარით, ჰომსის სცენარით, მინდა გადავთარგმნო, რას ნიშნავს ეს – დაემუქრენ ათასობით ადამიანის მსხვერპლით, ასეულობით და ათასობით შენობის დანგრევით, ქალაქების მიწასთან გასწორებით, მუცელგამოფატრული ქალებით, თავმოჭრილი  ბავშვებით, ერთი სიტყვით კატასტროფით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„მე მინდა უბრალოდ ყველას გავახსენო, რომ ახლა არის 2012 წელი და არა 1992 წელი. ეტყობა ვიღაცეებმა საერთოდ ჭკუა ვერ ისწავლეს. მხედრიონის თარეშმაც კი ვერ ააღებინა სამეგრელოს საზოგადოებას ხელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე“, – განაცხადა მან.

„იმ ხალხს ნურაფრით ნუ ემუქრებით, ძალიან გთხოვთ“,–აღნიშნა პრეზიდენტმა.

 „ასე რომ, ყველანაირი მუქარა ამ ადამიანების მიმართ უბრალოდ ძალიან დიდი უზნეობაა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის იდიოტიზმი. თუმცა, ძალიან კარგად ეხმიანება ერთი კონკრეტული ქვეყნის გეგმებს და მე მინდა უბრალოდ ყველას ვუთხრა: რაც გინდათ ილაპარაკეთ, მაგრამ კარგად გამოირეცხეთ პირი, სანამ ახსენებდეთ სამეგრელოს და ზოგადად ქართველ ხალხს და დაანებეთ თავი ასეთ თემებთან თამაშსაც კი, თქვენს ფანტაზიაშიც კი და თუ აზრად გაქვთ, თქვენთვის შეინახეთ, ჩვენ დაგვაცადეთ შენება და ადამიანებს დააცადეთ ცხოვრება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

უახლესი ამბები
20 მაი.'13 13:02
ევროკავშირის დელეგაციის განცხადება 17 მაისის ძალადობის შესახებ
ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა „დაიცვას მისი ყველა მოქალაქის უფლებები მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით“.
20 მაი.'13 12:59
პრემიერ-მინისტრი მიესალმა 17 მაისის მოვლენების დროს პოლიციის მოქმედებას
ივანიშვილის თქმით, პოლიციის ქმედება კარგად კოორდინირებული იყო.
20 მაი.'13 12:57
სააკაშვილი ტაილანდს სტუმრობს
პრეზიდენტი კვირის ბოლოს ეკვადორში გამგზავრებას გეგმავს მისი კოლეგის ინაუგურაციაზე დასასწრებად.
20 მაი.'13 12:23
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის დღე აღნიშნა
პოლიციელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა შეაქო მინისტრი  ღარიბაშვილი.  
18 მაი.'13 16:27
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ‘შოკირებულია’ თბილისში ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის გამო
ჰოლანდიის მთავრობამ საქართველოს ელჩი დაიბარა „უკმაყოფილების“ გამოსახატავად.
18 მაი.'13 15:21
მაია ფანჯიკიძემ კრაკოვში შეხვედრები გამართა
მან აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა; ასევე კეტრინ ეშტონს შეხვდა.
18 მაი.'13 13:09
სააკაშვილი: მთავრობამ არ უნდა დაუშვას ძალადობის ფონის მომატება
მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა ხელს უწყობს ყველა ტიპის ძალადობის ზრდას ქვეყანაში.
17 მაი.'13 21:21
პოლიციას ძალადობის აღკვეთაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებენ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია უსუსური იყო დაეცვა ლგბტ აქტივისტების და მათი მომხრეების აქცია.
17 მაი.'13 21:04
პატრიარქი: ეკლესია ემიჯნება ძალადობას, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება
ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს დაშლისკენ მოუწოდა.
17 მაი.'13 20:44
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოთხი სასესიო დღის განმავლობაში განხილვის ხანგრძლივი პროცედურა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
100

Visitors
Since July 1, 2001