Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:27 - 18 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ანქვაბი ევროკავშირის აფხაზურ პოლიტიკაზე მწვავედ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 თებ.'12 / 18:27

აფხაზეთის ხელმძღვანელობამ სოხუმში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის დიპლომატს განუცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დახარჯოს დრო და ფული „ჩართულობის და არაღიარების“ მიდგომაზე, რადგანაც ასეთ პოლიტიკას სოხუმი კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი 8 თებერვალს აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს, სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩიკირბას და პრემიერ–მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას შეხვდა. 

„პირდაპირ გეტყვით“, – მიმართა ანქვაბმა დიმიტროვს, „შეუძლებელია აფხაზების, აფხაზეთის რამეში ჩართვა. თუ ევროპა ჩვენს სადმე ჩართვას შეეცდება ჩვენი დამოუკიდებლობის სანაცვლოდ, მე თქვენ გეტყვით: ნუ ხარჯავთ დროს, და შემიძლია დავამატო: ნუ ხარჯავთ ფულს აქ ჩამოსვლაზე ამ საკითხზე“.

2009 წლის დეკემბერში ევროკავშირმა „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის პარამეტრები  შეათანხმა, რაც მიზნად ისახავდა პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის გამონახვას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი აღიარების გარეშე სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობას შეძლებდა. 

„მითხარით, როგორც ადამიანმა, რომელიც სტუმრად მოვიდა აფხაზეთის ხელმძღვანელთან, მე ვტოვებ იმ ადამიანის შთაბეჭდილებას, რომლის სადმე ჩართვაც შესაძლებელია იაკობაშვილის რეცეპტით, რომელიც დღეს წარმატებულად მუშაობს საქართველოს ელჩად აშშ–ში?“ – ჰკითხა ანქვაბმა დიმიტროვს.

„ეს მისი იდეა იყო აფხაზეთის სადღაც ჩართვა აღიარების გარეშე, რომელსაც ევროპამ მხარი დაუჭირა“, – დასძინა ანქვაბმა.
 
მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ, რომელიც თემურ იაკობაშვილმა მოამზადა.  იმ დროს იაკობაშვილი სახელმწიფო მინისტრი იყო რეინტეგრაციის საკითხებში.

„შეიძლება დაგაბრმავოს საერთაშორისო დიპლომატიის ბრწყინვალე იდეებმა, მაგრამ ისინი აფხაზეთს ნაკლებად მიესადაგება. თხოვნაა, ნუ გვასწავლით ცხოვრებას. ჩვენ თანაბარუფლებიანი დიალოგის და ცივილიზებული ურთიერთობების მომხრე ვართ“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ანქვაბის სიტყვებზე დაყრდნობით.

 „დავიღალეთ ასეთი დიპლომატიური მანერისგან. თუ ასე გაგრძელდება, დიალოგს აზრი აღარ ექნება; გთავაზობთ, რომ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ“, – განაცხადა ანქვაბმა.

აფხაზეთის ლიდერმა საქართველოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტებიც გააკრიტიკა და განაცხადა: „ჩვენ არასდროს გამოვიყენებთ მათ“.

მისი თქმით, 90–იანი წლების დასაწყისის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ სოხუმი სთავაზობდა თბილისს, რომ აფხაზეთის მოსახლეობისთვის გაეროს ეგიდით შემოეღო სამგზავრო დოკუმენტები, თუმცა ეს წინადადება ქართულმა მხარემ არ მიიღო.

„ახლა რუსეთმა უკვე გამოგვიწოდა დახმარების ხელი და სხვა დოკუმენტები აღარ გვჭირდება“, – განაცხადა ანქვაბმა.

„აფსნიპრესი“ იტყობინება, რომ ევროკავშირის „ჩართულობის და არაღიარების“ მიდგომა სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამაც გააკრიტიკა 8 თებერვალს ფილიპ დიმიტროვთან შეხვედრაზე. ჩირიკბამ განაცხადა, რომ ამგვარი მიდგომა რაიმე რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგანაც სოხუმი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ეს პოლიტიკა აფხაზეთის საქართველოში რეინტეგრაციისკენაა მიმართული.

ჩირიკბამ ასევე განაცხადა, რომ „აფხაზეთის ზურგს უკან“ საკითხის განხილვა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, როგორც ეს, მისი თქმით, საქართველოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების შემთხვევაში მოხდა.

„იმისათვის, რომ დადებითი შედეგები მივიღოთ, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ აფხაზეთი განხილულ იქნას როგორც მოლაპარაკებების პროცესის თანასწორუფლებიანი მხარე“, – განაცხადა მან. 

 

უახლესი ამბები
18 მაი.'13 16:27
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ‘შოკირებულია’ თბილისში ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის გამო
ჰოლანდიის მთავრობამ საქართველოს ელჩი დაიბარა „უკმაყოფილების“ გამოსახატავად.
18 მაი.'13 15:21
მაია ფანჯიკიძემ კრაკოვში შეხვედრები გამართა
მან აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა; ასევე კეტრინ ეშტონს შეხვდა.
18 მაი.'13 13:09
სააკაშვილი: მთავრობამ არ უნდა დაუშვას ძალადობის ფონის მომატება
მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა ხელს უწყობს ყველა ტიპის ძალადობის ზრდას ქვეყანაში.
17 მაი.'13 21:21
პოლიციას ძალადობის აღკვეთაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებენ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია უსუსური იყო დაეცვა ლგბტ აქტივისტების და მათი მომხრეების აქცია.
17 მაი.'13 21:04
პატრიარქი: ეკლესია ემიჯნება ძალადობას, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება
ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს დაშლისკენ მოუწოდა.
17 მაი.'13 20:44
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოთხი სასესიო დღის განმავლობაში განხილვის ხანგრძლივი პროცედურა.
17 მაი.'13 19:59
ივანიშვილი ძალადობას გმობს
დამნაშავეებს „კანონის შესაბამისად მოექცევიან“, ნათქვამია პრემიერ–მინისტრის წერილობით განცხადებაში.
17 მაი.'13 19:52
პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და აჭარის ტელევიზიის რეფორმირებას, სავალდებულო ტრანზიტს და მაუწყებელთა მეტ ფინანსურ გამჭირვალობას ეხება.
17 მაი.'13 19:35
ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა
პარლამენტმა თანმობა მისცა ქაბულში განთავსებული ქართული ოცეულის ფრანგული სარდლობიდან აშშ-ის კონტიგენტის დაქვემდებარებაში გადასვლას.
17 მაი.'13 19:01
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში დაპირისპირების დროს 28 ადამიანი დაზიანდა
სერგეენკოს თქმით, ერთი გარდა, ყველა დაზიანება არის "მსუბუქი".

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32

Visitors
Since July 1, 2001