Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:56 - 25 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გორდონი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 იან.'12 / 13:36

აშშ–ის მიდგომა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის მიმართ კვლავ განათლებაზე, წვრთნებზე და ქართული ჯარის ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მომზადებაზეა ფოკუსირებული, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა ვაშინგტონში 9 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე აპირებს, თუ არა აშშ–ის ადმინისტრაცია შეასრულოს 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ის დებულება, რომელიც თბილისთან სამხედრო თანამშრომლობის ”ნორმალიზაციისკენ” მოუწოდებს, მათ შორის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის გზით, გორდონმა უპასუხა: „არა მგონია, რომ ეს ჩვენ მიდგომას დიდად ცვლიდეს“.

„უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად ფოკუსირებულია განათლებასა და წვრთნებზე და საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან წვლილზე ავღანეთში“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.  

„რაც შეეხება იარაღის მიყიდვას, ჩვენ ამ საკითხს ისე ვუდგებით, როგორც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ყველა საკითხი ინდივიდუალურ საფუძველზე განიხილება, რომლის დროსაც ბევრი ფაქტორის გათვალისწინება ხდება. უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ურთიერთობას ყველა ამ მიმართულებით განვაგრძობთ“, - განაცხადა გორდონმა.

მას შემდეგ რაც 31 დეკემბერს პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა აშშ-ის 2012 წლის ავტორიზაციის აქტს, მან განცხადება გამოაქვეყნა, სადაც განმარტავს, თუ როგორ აპირებს ის ამ აქტის შესრულებას. ობამამ საქართველოსთან დაკავშირებული მუხლი, აქტის იმ ნაწილებს შორის მოიხსენია, რომელთა შესრულებას ის ”არასავალდებულოდ” ჩათვლის, თუ მათი განხორციელება კონფლიქტში მოვა მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებასთან. კერძოდ, ობამამ მოიყვანა ორი არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება მიიჩნიოს მან ეს მუხლები - მათ შორის საქართველოს შესახებ - შესასრულებლად ”არასავალდებულოდ.” ერთი არგუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის ეს მუხლები, შესაძლოა, წარმოადგენდეს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევას თავად განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. ხოლო მეორე არგუმენტის თანახმად, ეს მუხლები შესაძლოა ისე იქნას წაკითხული, რომ გამოიწვიოს ”მგრძნობიარე სახის დიპლომატიური კომუნიკაციის და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო” ინფორმაციის გამჟღავნება.

ფილიპ გორდონის 9 იანვრის განცხადება საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხზე შეესაბამება მის და აშშ-ის სხვა ოფიციალური პირების ადრინდელ პოზიციას ამავე თემაზე.

როგორც აშშ–ის ოფიციალური პირების მიერ გასული სამი წლის მანძილზე გაკეთებული საჯარო განცხადებებიდან ჩანს, ვაშინგტონი უფრო მეტად განათლებაზე და წვრთნაზეა ორიენტირებული, რათა ქართული შეიარაღებული ძალების უნარები გაზარდოს, სანამ მომავალში შეიარაღების მიყიდვის ეტაპზე გადავა. როგორც WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ერთ-ერთ კონფიდენციალურ დიპლომატიურ ტელეგრამაშია ნათქვამი, რომელიც 2009 წლის დეკემბრით თარიღდება, ვაშინგტონმა აქცენტები შეცვალა და მნიშვნელოვანი რესურსები განათლებისკენ მიმართა. ტელეგრამაში ეს მიდგომა დახასიათებულია, როგორც „ჭკუა, ვიდრე უხეში ძალა“.

როგორც არაოფიციალურად, რასაც WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული არაერთი კონფიდენციალური დიპლომატიური გზავნილი აჩვენებს, ისე საჯაროდ საქართველოს ოფიციალურ პირებს მრავალჯერ განუცხადებიათ, რომ თბილისს აშშ–ის ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა სურს. 2010 წლის თებერვლით დათარიღებულ ერთ საიდუმლო დიპლომატიურ ტელეგრამაში ნათქვამია, რომ ეშინია რა რუსეთის შესაძლო ხელახალი აგრესიის, საქართველოს ხელისუფლება ”მეტისმეტად ფოკუსირებულია იარაღის შესყიდვაზე”.

9 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში ფილიპ გორდონმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ავღანეთის ოპერაციაში და განაცხადა, რომ „საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანია ავღანეთის ოპერაციაში - პირველ თუ მეორე ადგილზე არიან“.

„მათ მსხვერპლიც განიცადეს ცოტა ხნის წინ. და ეს ხაზს უსვამს იმ რისკებს, რომლის წინაშეც ისინი დგანან ჩვენი საერთო საქმისთვის, იცავენ რა საერთო უსაფრთხოებას, და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას ამ კუთხით“, – განაცხადა გორდონმა.

წელს საქართველო აპირებს ავღანეთში დამატებით კიდევ ერთი ბატალიონი გააგზავნოს, რაც მას ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ISAF-ის ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს, გადაასწრებს რა აშშ-ს.

დამატებითი ბატალიონის გაგზავნით, რის შემდეგაც ავღანეთში ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა, დაახლოებით, 1 685-მდე გაიზრდება, საქართველო ასევე გახდება ISAF-ის ოპერაციის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
25 მაი.'13 12:56
დედაენის ბაღში აქცია „არა თეოკრატიას“ გაიმართა
ადგილზე პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული კონტრდემონსტრანტებთან დაპირისპირების აღსაკვეთად.
24 მაი.'13 19:26
ივანიშვილი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა
24 მაისს თბილისში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსაც შეხვდნენ. 
24 მაი.'13 17:22
17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა
ამ საქმეზე ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით გასამართლდა, ხოლო ორ სასულიერო პირს ბრალი წარედგინა.
24 მაი.'13 16:58
ხელისუფლებას უკანონო ფარული თვალთვალის წინააღმდეგ მეტი გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებენ
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ შსს-ს ამჟამადაც გააჩნია უკონტროლო მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა.
24 მაი.'13 14:26
სააკაშვილი ეკვადორის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება
იგი რაფაელ კორეას საპრეზიდენტო ინაუგურაციას 24 მაისს დაესწრება.
24 მაი.'13 13:21
ჯონ კერიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მისალოც გზავნილში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ახლო პარტნიორობას“.
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45

Visitors
Since July 1, 2001