Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმმა მოსახლეობის აღწერის საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 დეკ.'11 / 12:47

სეპარატისტული აფხაზეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ 28 დეკემბერს გამოქვეყნებული მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგების თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 240 705 შეადგენს, რომლის ნახევარსაც ეთნიკური აფხაზები წარმოადგენენ.

ეს ბოლო აღწერა 2011 წლის თებერვალში ჩატარდა. 2003 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, სეპარატისტულ რეგიონში დაახლოებით 214 000 ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა, ეს ციფრები ყოველთვის წარმოადგენდა დაპირისპირების საგანს, რადგან სხვადასხვა მაჩვენებლები 180 000–დან 220 000–ის ფარგლებში მერყეობდა.

სეპარატისტული რეგიონის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 122 069 ადამიანი ეთნიკური აფხაზია (50.71%); 43 166 – ქართველი, რაც 17.93%–ია და რომელთა უმეტესობაც გალის რაიონში ცხოვრობს (მონაცემებში ცალკეა გამოყოფილი ის 3 600 მკვიდრი, რომელთაც, აფხაზეთის სტატისტიკის სამმართველოს ინფორმაციით, საკუთარი თავი მეგრელებად დაასახელეს); სომხები – 41 864 (17.39%); რუსები – 22 077 (9.17%); ბერძნები – 1 380 (0.6%).

1989 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 525 061–ს შეადგენდა, მათ შორის 239 872 ეთნიკური ქართველი (45.7%), 93 267 აფხაზი (17.8%), 76 541 სომეხი (14.6%) და 74 914 ეთნიკური რუსი იყო (14.3%). 

საქართველოს ახალ ეროვნულ კონცეფციაში ნათქვამია, რომ „90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად თავისი საცხოვრებელი ადგილი იძულებით დატოვა ამ ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოებით 80%-მა, 500 000-მდე მოქალაქემ, რომელთაგან 261 000 ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს“.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
57