Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:27 - 18 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ნოე.'11 / 10:25

ნატოში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში მომავალ კვირას „ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხაზს უსვამს ძალიან გამორჩეულ პარტნიორობას საქართველოსა და ნატოს შორის“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 3 ნოემბერს.

ბრიუსელში პრესკონფერენციაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ სამი წლის წინ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს საქართველოში პირველი ვიზიტის შემდეგ, ნატო–საქართველოს ურთიერთობებში, ასევე „საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში და ზოგადად ქართულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პროგრესი” მოხდა.

„ჩვენი ვიზიტის მიზანი იქნება განვიხილოთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან ის, თუ როგორ შეგვიძლია მივაღწიოთ შემდგომ პროგრესს, როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, ასევე შემდგომ პროგრესს საქართველოს და ნატოს შორის ურთიერთობაში“, – განაცხადა რასმუსენმა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოს მადლიერება ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის გამო.

„საქართველო მიეკუთვნება ავღანეთის ოპერაციაში ყველაზე დიდი წვლილის შემტან სახელმწიფოთა რიგს და ეს არის დასტური საქართველოს ძალიან ძლიერი ერთგულებისა ჩვენი ალიანსის მიმართ“, – დასძინა მან.

ნატოს გენერალური მდივანი და ჩრდილო ატლანტიკური საბჭო, რომელიც წევრი სახელმწიფოების ელჩებს აერთიანებს, თბილისს და ბათუმს 9–10 ნოემბერს ეწვევიან.

9 ნოემბერს გენერალური მდივანი თბილისში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომას უხელმძღვანელებს, რომელშიც ასევე მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური.

გენერალური მდივანი და ნატოს ელჩები 10 ნოემბერს თბილისში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ქართველი დეპუტატების ჯგუფს და საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან. თბილისში ნატოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

10 ნოემბერს ბათუმში ნატოს გენერალური მდივანი და ელჩები პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართავენ მოლაპარაკებებს. ასევე დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის ცალკე, პირისპირ შეხვდრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ–მინისტრთან. რასმუსენი სიტყვით გამოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეხვედრას გამართავს იმ ქართველ სამხედროებთან, რომელთაც ავღანეთში იმსახურეს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 მაი.'13 16:27
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ‘შოკირებულია’ თბილისში ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის გამო
ჰოლანდიის მთავრობამ საქართველოს ელჩი დაიბარა „უკმაყოფილების“ გამოსახატავად.
18 მაი.'13 15:21
მაია ფანჯიკიძემ კრაკოვში შეხვედრები გამართა
მან აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა; ასევე კეტრინ ეშტონს შეხვდა.
18 მაი.'13 13:09
სააკაშვილი: მთავრობამ არ უნდა დაუშვას ძალადობის ფონის მომატება
მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა ხელს უწყობს ყველა ტიპის ძალადობის ზრდას ქვეყანაში.
17 მაი.'13 21:21
პოლიციას ძალადობის აღკვეთაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებენ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია უსუსური იყო დაეცვა ლგბტ აქტივისტების და მათი მომხრეების აქცია.
17 მაი.'13 21:04
პატრიარქი: ეკლესია ემიჯნება ძალადობას, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება
ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს დაშლისკენ მოუწოდა.
17 მაი.'13 20:44
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოთხი სასესიო დღის განმავლობაში განხილვის ხანგრძლივი პროცედურა.
17 მაი.'13 19:59
ივანიშვილი ძალადობას გმობს
დამნაშავეებს „კანონის შესაბამისად მოექცევიან“, ნათქვამია პრემიერ–მინისტრის წერილობით განცხადებაში.
17 მაი.'13 19:52
პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და აჭარის ტელევიზიის რეფორმირებას, სავალდებულო ტრანზიტს და მაუწყებელთა მეტ ფინანსურ გამჭირვალობას ეხება.
17 მაი.'13 19:35
ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა
პარლამენტმა თანმობა მისცა ქაბულში განთავსებული ქართული ოცეულის ფრანგული სარდლობიდან აშშ-ის კონტიგენტის დაქვემდებარებაში გადასვლას.
17 მაი.'13 19:01
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში დაპირისპირების დროს 28 ადამიანი დაზიანდა
სერგეენკოს თქმით, ერთი გარდა, ყველა დაზიანება არის "მსუბუქი".

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42

Visitors
Since July 1, 2001