Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:02 - 18 ივნ.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაქრაძე: საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 სექ.'11 / 19:46

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 12 სექტემბერს მიანიშნა, რომ საქართველოს ახლა ნატოსგან იმაზე უფრო მეტის მიღება სურს, ვიდრე მხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გამეორებაა, რომ საქართველო ოდესმე გახდება ალიანსის წევრი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში საუბრისას ბაქრაძემ განაცხადა, რომ ის ნატოს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოსგან (NAC) და გენერალური მდივნისგან ანდერს ფოგ რასმუსენისგან 9–10 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი ვიზიტის დროს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დადასტურებას ელის.

“მაგრამ, ბუნებრივია ისიც, რომ ჩვენი მოლოდინი მხოლოდ ბუქარესტით არ შემოიფარგლება და ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ეს პროცესი დაჩქარდება და საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა მან.

“ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ბოლო წლების განმავლობაში. პრაქტიკულად, მე შემიძლია თამამად დღეს ვთქვა, რომ მოთხოვნების თვალსაზრისით საქართველო აკმაყოფილებს პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას, რომელიც შეიძლება წაყენებული ჰქონდეს [ნატოს წევრობის] კანდიდატ ქვეყანას“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

“არსებობს ბუქარესტის ვალდებულება, სადაც ნატო ცალსახად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ამიტომ ჩვენი ხედვით, უკვე სიტუაცია მომწიფდა იმისთვის, რომ ვიფიქროთ მომავალ შემდგომ ნაბიჯებზე“, – განაცხადა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ იქვე დასძინა, რომ „რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება სწრაფად და ადვილად  არ მიიღება“.

„ჩვენ ვეცდებით, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ“, – განაცხადა მან, "იმედი გვაქვს, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი, NAC-ის სხდომაც და ელჩების აქ ყოფნაც  – ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ და საქართველომ უფრო სწრაფად მიაღწიოს თავის ამოცანას“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 ივნ.'13 20:02
უსუფაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტიდან ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა „შერჩევითი პოლიტიკური სამართალი“ გამოავლინა.
18 ივნ.'13 19:24
შსს-ში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო მასალები კვირას განადგურდება
პირველ ეტაპზე იგეგმება იმ 54 დისკის განადგურება, სადაც ინტიმური შინაარსის ფაილებია თავმოყრილი.
18 ივნ.'13 16:15
სუბარის თქმით, მერაბიშვილი საპატიმროში ტელევიზორით უზრუნველყოფილი იქნება
ნაციონალური მოძრაობის გენმდივანმა საკანში ტელევიზორის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
17 ივნ.'13 18:48
ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიული პრაიმერით გამოავლენს
პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და ერთი კვირის თავზე მსურველთა ზუსტი რაოდენობა გამოიკვეთება, განაცხადა ბაქრაძემ.
17 ივნ.'13 17:38
ადვოკატი: მერაბიშვილი შიმშილობს, ითხოვს ტელევიზორს
ყოფილ პრემიერ–მინისტრს ასევე სურს, რომ მისმა ოჯახმა კუთვნილი საბანკო ანგარიშის განკარგვა შეძლოს, განაცხადა ადვოკატმა.
17 ივნ.'13 15:43
ალასანია აზერბაიჯანს სტუმრობს
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.
17 ივნ.'13 14:47
შსს: სამეგრელოში აღმოჩენილია იარაღის სამალავი
შსს–ს  ინფორმაციით, სამალავებში ასევე აღმოჩენილია სამართალდამცველების მიერ ადამიანების სასტიკი წამების ამსახველი ვიდეოფირები.
17 ივნ.'13 10:57
ანტიტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის აქვს წაყენებული ბრალი.
16 ივნ.'13 17:24
სააკაშვილის რომში FAO-ს კონფერენციას ესწრება
პრეზიდენტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
15 ივნ.'13 13:11
ციხის სკანდალის საქმეზე განაჩენი გამოტანილია
სასჯელაღსრულების სისტემის 16 ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო; ერთს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40

Visitors
Since July 1, 2001