Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 21:21 - 17 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: განვითარებულ ქვეყნებს „დავეწევით და გავუსწრებთ კიდეც“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 აგვ.'11 / 18:54

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სახელმწიფო აპარატის სიძლიერის გამო წარმოუდგენელი ტემპებით ვითარდება და ის დაეწევა და გაუსწრებს განვითარებულ ქვეყნებს.

ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 აგვისტოს ქუთაისში სტუმრობისას გააკეთა, სადაც პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა, რომელიც, მისი თქმით, 2012 წელს დადგენილ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე დასრულდება. დედაქალაქიდან მომდევნო მოწვევის პარლამენტის ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ამ ზაფხულს მიიღო.

“ეს არის მართლაც ისტორიული პროცესი იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც ვაშენებთ არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე საპარლამენტო შენობას... [არამედ] მთავარია ის, რომ ეს არის მთლიანად სოციალური ფსიქოლოგიის გამოცვლა საქართველოში. პრაქტიკულად ახალ, უზარმაზარ ენერგიას მიიღებს საქართველო იმით, რომ პარლამენტი გადმოვა ქუთაისში თავისი სოციალური, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით,“– განაცხადა მან. 

მისი თქმით, ეს ასევე ხელს შეუწყობს 3–5 წლის წინ ქუთაისში არსებული უიმედო სიტუაციის გადალახვას, „როცა მეც ხანდახან ეჭვი მეპარებოდა რამე გამოგვივიდოდა თუ არა აქ საერთოდ“.

„აქ [ქუთაისში] არის ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა –  რა თქმა უნდა, პარლამენტი ყველაფერ ამას ვერ წყვეტს, მაგრამ ბევრ რაღაცას წყვეტს“, – აღნიშნა მან.

“საერთოდ ის ტემპი, რომლითაც შენდება საქართველო, მიუხედავად ყველა სირთულისა, ეს არის წარმოუდგენელი“, – დასძინა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისში სტუმრობისას ასევე გახსნა ველოსიპედის გზის ახალი ექვსკილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის ნახევარიც მან მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან და ვაჟიშვილებთან ერთად გაიარა.

„ამას წინად სანდრა იყო კაფეში და გამოელაპარაკა ერთი ჰოლანდიელი ტურისტი და თქვა: ‘რა კარგი ქვეყანაა საქართველო, იქ, რა ქვია, ხალხია ძალიან კარგი - სახლში გვიპატიჟებენ, უფასოდ გვაჭმევენ; პატრულმა - მაშინ ცხელოდა - ქუჩაში დაგვირიგა წყლები; მაგრამ პრობლემა აქვს ერთი ამ ქვეყანას, რომ ძალიან უცნაური პრეზიდენტი ყავსო; რაღაც საბავშვო რვეულში ჩახატა რაღაც სულელური ჩანახატები და ამიტომ აი ბათუმი და ქუთაისი საშინელი ქალაქებიაო. რატომო? იმიტომ რომ ეს არ არის საქართველოო; ეს არის იმის [პრეზიდენტის] უცნაური ფანტაზიების პირდაპირი შედეგიო... მაგალითად ქუთაისში არის ველოსიპედისტების გზა და არც ერთი ველოსიპედი არ დადისო“.
 
„ნუ ეს კაცი გონებრივად შორს წასული არ იყო, მაგრამ საერთოდ ეს ქედმაღლობა ზოგიერთ უცხოელსაც ახასიათებს. ჰგონიათ, რომ კარგი და მაგარი შეიძლება იყოს მარტო ჰოლანდიაში, საფრანგეთში, იტალიაში და აქ ჩვენ როგორც ვიყავით, როგორც ვიჯექით ტალახში, ისე უნდა ვიჯდეთ და ხანდახან ჩამოვლენ და შეგვიცოდებენ - ’ო, რა კარგი ხალხი ხართ, ტალახში ზიხართ, ოღონდ უფასოდ გვაჭმევთ, გვიღიმით; აგერ პოლიცია გყავთ კარგი’; მაგრამ იმას ვერ ხვდება რომ... ის პატრულიც რომ მაგარია და სახელმწიფო აპარატი რომ ფუნქციონირებს სწორედ ეს არის და ამის გამო არის, რომ ქვეყანა შენდება და ერთ ადგილზე არ ვდგევართ და სულ ვიმყოფებით მოძრაობაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

“ნახავთ, ჰოლანდიასაც დავეწევით და ყველა სხვასაც და გადავუსწრებთ კიდევაც და ამას ყველა უნდა შეეგუოს; რა თქმა უნდა, დრო დაგვჭირდება, მოთმინება დაგვჭირდება“, – აღნიშნა მან.

უახლესი ამბები
17 მაი.'13 21:21
პოლიციას ძალადობის აღკვეთაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებენ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია უსუსური იყო დაეცვა ლგბტ აქტივისტების და მათი მომხრეების აქცია.
17 მაი.'13 21:04
პატრიარქი: ეკლესია ემიჯნება ძალადობას, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება
ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს დაშლისკენ მოუწოდა.
17 მაი.'13 20:44
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოთხი სასესიო დღის განმავლობაში განხილვის ხანგრძლივი პროცედურა.
17 მაი.'13 19:59
ივანიშვილი ძალადობას გმობს
დამნაშავეებს „კანონის შესაბამისად მოექცევიან“, ნათქვამია პრემიერ–მინისტრის წერილობით განცხადებაში.
17 მაი.'13 19:52
პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და აჭარის ტელევიზიის რეფორმირებას, სავალდებულო ტრანზიტს და მაუწყებელთა მეტ ფინანსურ გამჭირვალობას ეხება.
17 მაი.'13 19:35
ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა
პარლამენტმა თანმობა მისცა ქაბულში განთავსებული ქართული ოცეულის ფრანგული სარდლობიდან აშშ-ის კონტიგენტის დაქვემდებარებაში გადასვლას.
17 მაი.'13 19:01
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში დაპირისპირების დროს 28 ადამიანი დაზიანდა
სერგეენკოს თქმით, ერთი გარდა, ყველა დაზიანება არის "მსუბუქი".
17 მაი.'13 18:03
ჰამარბერგი ილია მეორეს ჩარევისა და ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს
ჰამარბერგმა სთხოვა პატრიარქს წესრიგის აღდგენის მიზნით საკუთარი გავლენა გამოიყენოს.
17 მაი.'13 17:48
სახალხო დამცველის განცხადება 17 მაისის მოვლენებზე
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს ძალადობის ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
17 მაი.'13 17:48
ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ჩაშლის შემდეგ ძალადობა გაგრძელდა
სახალხო დამცველი პოლიციას ჩარევისა და შემდგომი ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44

Visitors
Since July 1, 2001