Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:03 - 24 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირი აფხაზეთის არჩევნებს არ ცნობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 აგვ.'11 / 11:32

ნატოს მსგავსად, ევროკავშირმა განაცხადა 27 აგვისტოს, რომ არ აღიარებს სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს.

“დღევანდელი ცნობების ფონზე სოხუმიდან, საქართველოს სეპარატისტული რეგიონიდან აფხაზეთიდან, რომ ბატონი ალექსანდრე ანქვაბი იქნა არჩეული ახალ პრეზიდენტად, ეს განცხადება არის იმის შეხსენება, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის პირობებშიც ეს არჩევნები ჩატარდა“, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის წარმომადგენელმა წერილობით განცხადებაში.

“ევროკავშირი იმეორებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, როგორც ეს საერთაშორისო სამართლით არის აღიარებული. ამ კონტექსტში ევროკავშირი ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი ამბები
24 თებ.'18 20:03
ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „მზად არის მხარი დაუჭიროს“ მიმდინარე გამოძიებას. 
23 თებ.'18 20:31
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
თბილისი მკაცრად გმობს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებისა და გარდაცვალების ფაქტს.
23 თებ.'18 17:27
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
თბილისში გამართულ შეხვედრებზე ანდერს სამუელსენმა საგარეო პოლიტიკის და ფინანსური დახმარების პროგრამის საკითხები განიხილა.
23 თებ.'18 15:05
ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში ცხინვალის უშიშროების სამსახურმა დააკავა.
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75