Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:31 - 23 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთში საარჩევნო ხმების დათვლა დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აგვ.'11 / 20:48


კადრი რუსული ტელეარხიდან, სადაც ამომრჩეველი 26 აგვისტოს სოხუმის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე ხმას აძლევს.

სეპარატისტული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 70%–იანი აქტივობის შედეგად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა, იტყობინება „აფსნიპრესი“ 20:00 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ. 

ცოტა ხნით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების პირველ წინასწარ შედეგებს შაბათს 12:00 საათისთვის გამოაცხადებს.

26 აგვისტოს გამართული კენჭისყრის დროს რაიმე ინციდენტების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში გაიმართება, თუ ვერც ერთი კანდიდატი – რაულ ხაჯიმბა, სერგეი შამბა და ალექსანდრე ანქვაბი – პირველ ტურში ხმების ნახევარზე მეტს ვერ მოაგროვებს. 


კადრი რუსული ტელეარხიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ დგანან რიგში სოხუმის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები.

თბილისმა, სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული წინა არჩევნების მსგავსად, 26 აგვისტოს არჩევნებიც დაგმო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას რუსეთის საოკუპაციო ძალების და მისი მარიონეტული რეჟიმის მიერ განხორციელებული „ცინიკური აქტი“ უწოდა; ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა აფხაზეთში რუსეთის მიერ კონტროლირებად კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილება.

სეპარატისტული რეგიონის მთავარი პროკურორი, საფარბეი მიქანბა თბილისის პოზიციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს არასდროს მოუხდენია ზეგავლენა აფხაზეთის არჩევნებზე ან მის შედეგებზე.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
23 თებ.'18 20:31
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
თბილისი მკაცრად გმობს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებისა და გარდაცვალების ფაქტს.
23 თებ.'18 17:27
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
თბილისში გამართულ შეხვედრებზე ანდერს სამუელსენმა საგარეო პოლიტიკის და ფინანსური დახმარების პროგრამის საკითხები განიხილა.
23 თებ.'18 15:05
ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში ცხინვალის უშიშროების სამსახურმა დააკავა.
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
69