Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ადვოკატი: ქურციკიძეს საპროცესო შეთანხმება სურს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ივლ.'11 / 18:00

ზურაბ ქურციკიძემ, European Pressphoto Agency-ის (EPA) ფოტოკორესპონდენტმა, დღევანდელი ხელახალი დაკითხვის დროს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების დადება შესთავაზა, განუცხადა ქურციკიძის ერთ–ერთმა ადვოკატმა, ნინო ანდრიაშვილმა Сivil.ge–ს.

„საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა, უბრალოდ ქურციკიძის მხრიდან იყო  შეთავაზება საპროცესო შეთანხმების დადების. არანაირი წინაპირობა არ ყოფილა. ეს მოხდა ხელახალი დაკითხვის დროს, რაც გამოძიების მხრიდან დამატებითი კითხვების გაჩენამ განაპირობა,“ – განაცხადა  ანდრიაშვილმა.

”პროკურატურის მხრიდან პასუხი იყო, რომ განიხილავენ ამ განცხადებას და პასუხს მოგვიანებით განაცხადებენ“, – დასძინა მან.

ალბათობა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმე სექტემბერში დაგეგმილ სასამართლომდე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება, მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სამივე ფოტოგრაფმა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, აღიარებითი ჩვენებების მიცემაზე თანხმობა განაცხადა.

ყველა დაკავებული ფოტოგრაფის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში - საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ძალზედ გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ხშირად უფლებადამცველების კრიტიკის საგანია - საქმის არსებითი განხილვა სასამართლოზე აღარ შედგება.

21 ივლისს თავიანთ კლიენტს ასევე შეხვდნენ გიორგი აბდალაძის ადვოკატები. ერთ–ერთმა ადვოკატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი კვლავ დაკითხეს გამომძიებლებმა, რათა აბდალაძის მიერ აღიარებით ჩვენებაში ფაქტების შესახებ დაშვებული  უზუსტობები გაესწორებინათ. ბესელიას თქმით, ერთ–ერთი ასეთი უზუსტობა უკავშირდებოდა ოსების მიერ მისი დაკავების თარიღს. თავდაპირველად, აბდალაძემ განაცხადა, რომ იგი მაშინ გადაიბირა რუსულმა დაზვერვამ, როდესაც იგი 2002 წელს ცხინვალში ჰყავდათ დაკავებული; თუმცა, რეალურად, იგი ცხინვალში 2000 წელს ჰყავდათ დაკავებული.    

ბესელიამ განაცხადა, რომ აბდალაძის არცერთმა ადვოკატმა დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა იმ მოტივით, რომ მათ მიაჩნიათ, რომ მათი კლიენტი „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ ქვეშ იმყოფება. 

ასევე 21 ივლისს, ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ იგი ქურციკიძის ოჯახმა და European Pressphoto Agency-იმ დაიქირავა რათა ქურციკიძის ინტერესები დაიცვას. 21 ივლისს შავგულიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მას თავის კლიენტთან სურდა შეხვედრა, თუმცა ვერ მოახერხა, რაშიც მან ციხის ადმინისტრაცია დაადანაშაულა. მოგვიანებით, ქურციკიძის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა განაცხადა, რომ ქურციკიძემ თავად არ ისურვა რომ მისი ადვოკატი შავგულიძე ყოფილიყო. 

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
72