Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ივლ.'11 / 18:41

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა საქართველოში ფოტორეპორტიორების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის "საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის“.

ვაშინგტონში 11 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს, თუ როგორი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი ამ საქმეზე მას შემდეგ, რაც დეპარტამენტმა 8 ივლისს პირველი კომენტარი გააკეთა იმავე თემაზე, და აცნობა თუ არა ვაშინგტონმა საკუთარი პოზიცია საქართველოს მთავრობას.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, როდესაც ამის შესახებ გვკითხეს გასულ კვირაში“, – განაცხადა ნულანდმა, "ეს არის საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის. რაც ამ [დაკავებულ] პირების მოპრყრობას შეეხება, თქვენ იცით რომ ჩვენ გვწამს მედიის თავისუფლების; მაგრამ თუ მართლა ადგილი ქონდა ისეთ ქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ [პრინციპს], მაშინ ჩვენი სურვილი იქნება რომ ვიხილოთ გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით ჩატარებული სასამართლო პროცესი“.  

8 ივლისს საქართველოში ფოტოგრაფების დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ვიქტორია ნულანდმა განაცხადა: „ვფიქრობ, აქ იგივე უნდა ვთქვათ, რასაც საქართველოს ხელისუფლებას და მსოფლიოს მასშტაბით სხვა მთავრობებს ვეუბნებით კერძო საუბრებში, რომ იმედი გვაქვს, რომ ამ და სხვა საქმეებზე თავისუფალი, სამართლიანი, პასუხისმგებლიანი, გამჭირვალე სასამართლო პროცესი გაიმართება“.

იმავდროულად, ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი მედიის ადვოკატირების კოალიციიდან 12 ივლისს აშშ–ის ელჩს ჯონ ბასს შეხვდა. ჯგუფი აქტიურ კამპანიას ეწევა დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნის მოთხოვნით.

ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა ჯონ ბასთან შეხვედრაში, განაცხადა, რომ შეხვედრის დროს მას არ ჰქონდა ინფორმაცია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადების თაობაზე და ამიტომ დაკავებულ ფოტორეპორტიორთა საკითხი არ ყოფილა განხილული რუსულ–ქართულ კონტექტსში.

„ასეთი ტიპის პოლიტიკური აქცენტები არ ყოფილა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ამ საქმის გამოძიება უნდა იყოს ღია, გამჭირვალე და სამართლიანი“, – განუცხადა ქორიძემ Civil.ge–ს.

ზურაბ ქურციკიძე, ევროპის ფოტოსააგენტოს კორესპონდენტი, გიორგი აბდალაძე დასავლურ მედია სააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი, და ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი სამართალდამცავებმა 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით შუაღამისას დააკავეს.

შსს აცხადებს, რომ ქურციკიძე „დიდი ხნის აგენტია“, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვას გედენიძის და აბდალაძის დახმარებით მოპოვებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას გადასცემდა.

ქურციკიძე და აბდალაძე თავს უდანაშაულოდ ცნობენ; გედენიძემ სამართალდამცავებს აღიარებითი ჩვენება მისცა. გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე, გაზეთ „პრაიმტაიმის“ ფოტოგრაფი, დანარჩენებთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

7 ივლისს პოლიციამ ასევე აიყვანა Associated Press-ის ფოტოკორესპონდენტი შახ აივაზოვი, თუმცა იგი იმავე დღეს ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30