Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფოტოგრაფების დაკავება პრეზიდენტისთვის 'უზარმაზარი დარტყმა' იყო – მანჯგალაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ივლ.'11 / 13:02

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტისთვის ფოტოკორესპონდენტების, მათ შორის პირადი ფოტოგრაფის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება "უზარმაზარი დარტყმა და ძალზედ სამწუხარო ფაქტი იყო“, თუმცა ახლა "ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე“.

დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მანანა მანჯგალაძემ, წინა განცხადების მსგავსად, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „დაკავებულებს არაფერი აქვთ საერთო მედიის თავისუფლების თემასთან და ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვასთან“.

"დაკავებულთაგან ორი საჯარო მოხელეა და მათ დაკავებას კავშირი არ აქვთ მათ პროფესიულ საქმიანობასთან. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის უფლება დაცულია მოქმედი კანონმდებლობით“,– განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

"ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამატებითი კომენტარების გაკეთება საჭიროებას არ წარმოადგენს“, – დასძინა მან.

ზურაბ ქურციკიძე ევროპის ფოტოსააგენტოს კორესპონდენტი, გიორგი აბდალაძე დასავლურ მედია სააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი, ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი და მისი მეუღლე ნათია გედენიძე, გაზეთ „პრაიმტაიმის“ ფოტოგრაფი სამართალდამცავებმა 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით შუაღამისას დააკავეს. 9 ივლისს საქალაქო სასამართლომ სამ მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ნათია გედენიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20