Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის საბჭო ფოტოგრაფების საქმეზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ივლ.'11 / 11:45

ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის საბჭო დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ აქციის გამართვას გეგმავს ფოტოგრაფების საქმეზე გრიფი "საიდუმლო"–ს მოხსნის მოთხოვნით.

"ქარტიის საბჭო ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრთან [ვანო მერაბიშვილთან] შეხვედრას და საქმეზე საიდუმლო გრიფის დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს“, – განაცხადა საბჭომ და მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა, საგამოძიებო ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა განაცხადა, რომ შსს–მიერ 9 ივლისს ფოტოგრაფების საქმის რამდენიმე დეტალის გამოქვეყნებამ კიდევ უფრო გააღვივა ეჭვები მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების სანდოობის მიმართ. მან განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო" უნდა მოეხსნას, ვინაიდან საზოგადოების ინტერესი მის მიმართ ძალიან დიდია.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოგრაფთა საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს; სასამართლო პროცესი, რომელიც სექტემბერში დაიწყება, დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ერთ–ერთი დაკავებული ფოტოგრაფის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმე ნამდვილად შეიცავს სახელმწიფო საიდუმლო მასალას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 9 ივლისს, რომ ერთ–ერთ დაკავებულ ფოტოკორესპონდენტს, ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც European Pressphoto Agency-ის (EPA) ფოტოკორეპორტიორია, რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან ჰქონდა კავშირი, ხოლო დანარჩენი ორი, პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფის ჩათვლით, მას კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდიდა, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის სქემატური ნახაზის ფოტოსურათებს და ინფორმაციას პრეზიდენტის გადაადგილების მარშუტის შესახებ.

სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის ჩვენების ვიდეოჩანაწერი, სადაც ის აცხადებს, რომ ქურციკიძემ იგი „დააშანტაჟა“, რის შედეგადაც იგი დათანხმდა, რომ მისთვის არა მხოლოდ პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების ამსახველი ფოტოები მიეწოდებინა, არამედ გარკვეული კონფიდენციალური ინფორმაციაც, რომელსაც ის, სავარაუდოდ, გედენიძისგან ითხოვდა. ამ უკანასკნელს, ქურციკიძის და გიორგი აბდალაძის მსგავსად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე, რომელიც ასევე დააპატიმრეს, 9 ივლისს დილით გაათავისუფლეს. იმავე დღეს მოგვიანებით სასამართლომ განაცხადა, რომ იგი 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ იქნა განთავისუფლებული, რადგანაც მან "დანაშაული აღიარა“ და ასევე მხედველობაში იქნა მიღებული, რომ მას ორი შვილი ჰყავს. 

შსს–მ ასევე გამოაქვეყნა გედენიძესა და ქურციკიძეს შორის ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბარი, სადაც ეს უკანასკნელი სთხოვს გედენიძეს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოს თანხის გადარიცხვის მიზნით.

EPA–ს მთავარმა რედაქტორმა ჯენგიზ სერემმა 9 ივლისს განუცხადა Associated Press–ს, რომ ქურციკიძეს თავისი სამუშაოს ფარგლებში ევალებოდა, რომ "ჰქონოდა პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამები და მსგავსი რაღაცეები“.

სერენმა ასევე განაცხადა, რომ ქურციკიძე იმიტომ სთხოვდა თავის კოლეგა ფოტოგრაფებს საბანკო დეტალებს, რომ სააგენტოს შემდეგ მათთვის თანხა გადაერიცხა იმ ფოტოებისთვის, რომლებიც მათ EPA–სთვის გადაიღეს. სერენის თქმით, EPA–ს ბუღალტრები აპირებენ მოძებნონ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ქურციკიძისთვის და მისი საშუალებით სხვა ფოტოგრაფისთვის გადარიცხულ თანხებს ეხება, რათა შემდეგ ეს დოკუმენტები საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინონ.

Agence France-Presse (AFP)–სთვის მიცემულ ცალკე ინტერვიუში სერენმა განაცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ფოტოგრაფების ანაზღაურების შესახებ უდანაშაულო საუბრების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა.

„მათ ჩათვალეს, რომ ეს შეიძლება ჯაშუშური რგოლი იყოს, მაგრამ ეს შორს, შორს არის ამისგან“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ბრალდებები "ძალიან ადვილად დასამტკიცებელი სიყალბეა“ და რომ მომდევნო კვირას ის სააგენტოს მტკიცებულებას საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნის.

მედიის უფლებების დამცველმა ჯგუფმა "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განაცხადა, რომ "უკიდურესი გამჭირვალობაა საჭირო იმ ეჭვების გასაქარწყლებლად, რომ დაპატიმრება პოლიტიკურადაა მოტივირებული“.

"რა თქმა უნდა, ხელისუფლების მოვალეობაა დაიცვას ეროვნული ინტერესები, მაგრამ საქართველოში ჯაშუშობის მიმართ არსებულმა შიშმა არ უნდა გააღვივოს მედიის დაშინების კლიმატი და უსაფრთხოების იმპერატივმა დემოკრატიული პრინციპები არ უნდა გადაწონოს,” –  ნათქვამია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“–ს განცხადებაში. 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა 7 ივლისს, რომ "საქმე შეეხება ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას ჩვენი ინსტიტუციებიდან. აქ ლაპარაკი არ არის ჟურნალისტიკაზე ან მედიასაქმიანობაზე“. 

"ის ხალხი, რომელიც დააკავეს, სრულებით არ იყვნენ ცნობილი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი დაკავება გაიგივებული იყოს მედიის თავისუფლებასთან“, – განაცხადა მანჯგალაძემ 7 ივლისს.   

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
90