Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:03 - 24 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შსს ფოტოგრაფების საქმის გამოძიების რამოდენიმე დეტალს აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ივლ.'11 / 14:13

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 9 ივლისს, რომ ერთ–ერთ დაკავებულ ფოტოკორესპონდენტს რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან ჰქონდა კავშირი, ხოლო დანარჩენი ორი მას კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდიდა, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის სქემატური ნახაზის ფოტოსურათებს და ინფორმაციას პრეზიდენტის გადაადგილების მარშუტის შესახებ.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სააგენოტო European Pressphoto Agency-ის (EPA) ფოტოკორესპონდენტ ზურაბ ქურციკიძეს „კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან, კერძოდ,  საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ძებნილ  ა.სინიცინთან  და ს.ოკროკოვთან“.

დანარჩენი ორი, რომელთაც ასევე ჯაშუშობაში ედებათ ბრალი და 9 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, არიან ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი და გიორგი აბდალაძე, რომელიც არაერთ მედია ორგანიზაციასთან, მათ შორის დასავლურ სააგენტოებთან, თანამშრომლობდა და ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფიც იყო. 

„დადგენილია ზურაბ ქურციკიძის კავშირი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან,  რომლებსაც დაკავებული პირები სწორედ ქურციკიძის მეშვეობით გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციებს. კერძოდ, მატერიალური ანაზღაურების საფასურად ირაკლი გედენიძემ  და გიორგი აბდალაძემ, რომლებიც წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, შეძლეს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ფოტო გადაღება და შემდეგ მათი მიწოდება ქურციკიძესთვის, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ ინფორმაციას მოსკოვში  აგზავნიდა“, – განაცხადა შსს–მ. 

"ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის პირადი ნივთების ჩხრეკისას და მათ კომპიუტერში არსებული მასალების შესწავლისას აღმოჩენილი იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის სქემატური ნახაზის ფოტოსურათები, ინფორმაცია პრეზიდენტის გადაადგილების მარშუტის შესახებ, დეტალები პრეზიდენტის ვიზიტების და შეხვედრების თაობაზე,  ასევე სხვა საიდუმლეობის შემცველი ინფორმაციები“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა ირაკლი გედენიძის ჩვენების ვიდეოჩანაწერი, სადაც ის აცხადებს, რომ ქურციკიძემ შესთავაზა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ მისთვის პრეზიდენტის მაღალი რანგის შეხვედრების და  პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების ამსახველი ფოტოები მიეწოდებინა.  

“რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მან უკვე მოითხოვა ამ მიწოდებულ... ფოტოებზე კომენტარების, მინაწერების გაკეთება შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ... გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ზურამ მოითხოვა სხვა ინფორმაციების მიწოდება, რომელიც უკვე აღარ შეეხებოდა ჩემს პროფესიულ მოვალეობას ანუ ფოტოგადაღებებს. უკვე მივხვდი, რომ ეს იყო სპეცსამსახურებთან კავშირში და კიდევ უფრო გამიმძაფრთდა ეს გრძნობა, რომ ვიცოდი, რომ ფოტოებს იგი აგზავნიდა მოსკოვში ფოტო სააგენტოში [EPA-ის მოსკოვის ბიუროში]. მე ვუთახრი ამაზე უარი, რომ ამ ინფორმაციებს არ მივაწვდიდი, ეს არ იყო ჩემი მოვალეობა, მაგრამ მან ფოტოებზე გადახდილ თანხებზე მოწერილი ხელი შემახსენა და მითხრა, რომ ამ ინფორმაციას და ხელმოწერას გამოიყენებდა ჩემს საწინააღმდეგოდ, ანუ შანტაჟის ენით გამესაუბრა, რაზედაც უკვე შევშინდი და ურთიერთობა გავაგრძელე. შემდეგ ზურამ მომთხოვა საბანკო ანგარიშები, რათა თანხები გადმოერიცხათ“, – განაცხადა გედენიძემ. 

გედენიძის მეუღლე, ასევე ფოტოკორესპონდენტი ნათია გედენიძე დანარჩენ სამ ფოტოგრაფთან ერთად დააკავეს, თუმცა 9 ივლისს დილით გაათავისუფლეს.

შსს–მ ასევე გამოაქვეყნა გედენიძესა და ქურციკიძეს შორის ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბარი, სადაც ეს უკანასკნელი სთხოვს მას საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოს, რათა „პირდაპირ ფრანკფურტიდან“ მოხდეს ფულის გადმოგზავნა. სააგენტო EPA-ის სათაო ოფისი ფრანკფურტში მდებარეობს.

აბდალაძესთან ცალკე ჩაწერილ სატელეფონო საუბარში ქურციკიძე ასევე სთხოვს მას საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის გაგზავნას.

ევროპის ფოტოსააგენტოს მთავარმა რედაქტორმა ჯენგიზ სერემმა განუცხადა ABC News-ს 7 ივლისს, რომ ქურციკიძე "აბსულუტურად არ არის" ჯაშუში და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები "სიგიჟეა“.

„ისინი ამბობენ, რომ მან მოსკოვში გააგზავნა სურათები. ეს ოფიციალური ფოტოები იყო და ისინი ყველა სააგენტოს მისცეს... გაგზავნამდე ამ ფოტოებს პრეზიდენტიც კი ნახულობს“, – განაცხადა სერემმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ქურციკიძეს მანამდე ხელისუფლებასთან რაიმე პრობლემები არ ჰქონია. "იგი მხოლოდ იმას აშუქებს, სადაც ოფიციალურად იწვევენ და რისი გაკეთების უფლებამოსილებაც გააჩნია. ჩვენ იქ ჟურნალისტური გამოძიებით არ ვართ დაკავებული“, – განაცხადა მან.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
24 თებ.'18 20:03
ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „მზად არის მხარი დაუჭიროს“ მიმდინარე გამოძიებას. 
23 თებ.'18 20:31
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
თბილისი მკაცრად გმობს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებისა და გარდაცვალების ფაქტს.
23 თებ.'18 17:27
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
თბილისში გამართულ შეხვედრებზე ანდერს სამუელსენმა საგარეო პოლიტიკის და ფინანსური დახმარების პროგრამის საკითხები განიხილა.
23 თებ.'18 15:05
ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში ცხინვალის უშიშროების სამსახურმა დააკავა.
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
73