Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:37 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დაკავებული ფოტოკორესპონდენტების საქმეს გრიფი 'საიდუმლო' დაედო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ივლ.'11 / 20:10

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი ფოტოკორესპონდენტის საქმის მასალებს გრიფი "საიდუმლო" დაედო იმ მოტივით, რომ ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს, განაცხადეს დაკავებული ფოტოკორესპონდენტების ადვოკატებმა.

ამ იმას ნიშნავს, რომ დაკავებულთა ადვოკატებს არ ექნებათ უფლება პრესასთან საქმის დეტალებზე ისაუბრონ, ხოლო საქმის სასამართლოში გადაცემის შემთხვევაში იგი დახურულ კარს მიღმა განიხილება.

კანონის თანახმად, გრიფით საიდუმლო ინფორმაცია და საქმეები საზოგადოებისთვის დახურული რჩება ხუთი წლის მანძილზე ამ ვადის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით; ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროება ხუთ წელზე ადრე შეიძლება, თუ აღარ იარსებებს საიდუმლოს შენახვის ობიექტური გარემოებები; ან პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტის ნდობის ჯგუფის წარდგინებით კონკრეტული ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან: ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი; მისი მეუღლე, გაზეთ "პრაიმტაიმის" ფოტოკორესპონდენტი ნათია გედენიძე; ზურაბ ქურციკიძე, ევროპის ფოტოსააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში; და  გიორგი აბდალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი.

შსს–მ აღნიშნა მოკლე განცხადებაში, რომელშიც დეტალებზე არ უსაუბრია, რომ "დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება“.

ქურციკიძის და აბდალაძის ადვოკატებმა თავიანთ კლიენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი თავს უდანაშაულოდ ცნობენ. ირაკლი გედენიძისა და მისი მეუღლე, ნათიას, ადვოკატმა ”მოდულის” შენობა, სადაც დაკავებულები იმყოფებიან, ისე დატოვა რომ კომენტარი არ გაუკეთებია.

გიორგი აბდალაძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, აბდალაძე „გააოგნა“ იმან, რომ მას ჯაშუშობაში ედება ბრალი. მისი თქმით აბდალაძისთვის არც არასოდეს ყოფილა ხელმისაწვდომი საიდუმლო ინფორმაცია. 

ადვოკატები აცხადებენ, რომ  მათი კლიენტებისთვის ბრალდებები ჯერ არ წაუყენებიათ.

გიორგი აბდალაძის მეუღლის ინფორმაციით, მას გამომძიებელმა უთხრა, რომ ბრალდებები სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის პირველ ნაწილს უკავშირდება, რომელიც ჯაშუშობას უკავშირდება, კერძოდ კი სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებას და მისი უცხო ქვეყნისთვის გადაცემას. დამნაშავეებად ცნობის შემთხვევაში, მათ 8–დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გასული გაღით პოლიციამ ასევე აიყვანა Associated Press-ის ფოტოკორესპონდენტი შახ აივაზოვი, დღეს შუადღისით გამოუშვეს.

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
89