Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საარჩევნო საკითხებზე შეთანხმების სრული ტექსტი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ივნ.'11 / 20:35

შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით
განსახორციელებელ ცვლილებებზე და ღონისძიებებზე


ჩვენ, ამ დოკუმენტის ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ვთანხმდებით, რომ განხორციელდება შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები და ღონისძიებები:


1. საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა არის 190. აქედან 83 პარლამენტის წევრი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 აირჩევა პროპორციული სისტემის საფუძველზე. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, ყველა ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 000 აღემატება გაიყოფა და შესაბამისად, შეიქმნება დამატებით 10 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი. ამ პრინციპის გათვალისწინებით, თითო მანდატი დაემატება შემდეგ საარჩევნო ოლქებს საბურთალო, ისანი, სამგორი, ნაძალადევი, გლდანი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი;


2. ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაც დაკომპლექტდება ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან პარიტეტულ საწყისებზე. აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე იქნება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ამასთან, კომისიის შემადგენლობაში წევრის წარდგენის უფლება აქვთ, მხოლოდ ამ შეთანხმების მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს. კომისიამ 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამომრჩევლთა სიების გადამოწმება. პარტიების, არასამთავრობო სექტორის და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივად დასაბუთებული წინადადებების საფუძველზე ცესკომ უზრუნველყოს ცვლილებების შეტანა ამომრჩეველთა სიებში. კომისიის საქმიანობას უზრუნველყოფს აპარატი. კომისიის დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.


3. საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული იქნება შემდეგი საკითხები:

3.1. კანონის საფუძველზე, 2012 წლის 1 ივლისიდან შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზნადაც განისაზღვრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი და რეაგირება საარჩევნო კამპანიის წარმართვის წესების დარღვევაზე. საბჭოს კომპეტენცია განისაზღვრება კანონით;

3.2. კანონის საფუძველზე, არჩევნების გამოცხადების დღიდან, განხორციელდება მედია მონიტორინგი, რომლის მიზანიც იქნება საარჩევნო კამპანიის გაშუქების შეფასება. მედიამონიტორინგის განხორციელების მიზნით, ცესკო უზრუნველყოფს კომპეტენტური უცხოური ან/და საერთაშორისო კომპანიის შერჩევას;

3.3. საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი განისაზღვრება 60 000 ლარის ოდენობით ფიზიკური პირებისათვის და 200 000 ლარის ოდენობით იურიდიული პირებისათვის;

3.4. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს (5%)         მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მლნ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის 300 000 ლარს მიზნობრივად წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად. აღნიშნულის შესახებ, საარჩევნო სუბიექტმა წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს ცესკოს;

3.5 გაიზრდება საარჩევნო სუბიექტების ფუნქციები საარჩევნო პროცესებში. კერძოდ:

- შეიცვლება კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება წარმომადგენლის მიერ საარჩევნო უბნის დატოვების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, საჭიროების შემთხვევაში ექნება კომისიას, ხმათა უმრავლესობით;

- გაიზრდება წარმომადგენლის ფუნქციები არჩევნების დღეს  საჩივრების რეგისტრაციისა და ბიულეტენების დათვლის პროცესში. კერძოდ, წილისყრის საფუძველზე გამოვლინდება საარჩევნო სუბიექტის ის წარმომადგენლები, რომლებიც კომისიის შესაბამის წევრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ პროცესებში;

- არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცესკოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე, თითო წარმომადგენელზე საუბნო საარჩევნო კომისიაში 50 ლარის, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 100 ლარის ოდენობით;

3.6 დადგინდება ზედა ზღვარი არაუმეტეს 3% გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე;

3.7 აიკრძალება საოლქო საარჩევნო კომისიების განთავსება იმ შენობებში, სადაც განთავსებულია თვითმმართველობისა და პრეზიდენტის რწმუნებულების სამუშაო ოფისები;

3.8 გადაიხედება დავების განხილვისთვის დადგენილი ვადები, 4 დღემდე გაიზრდება საარჩევნო სუბიექტისათვის დადგენილი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სარჩელის შეტანა პირველი ინსტანციის სასამართლოში;

3.9 არჩევნების დღეს, დამატებითი დაცვის გარანტიის სახით, არჩევნების დაწყებისა (07 საათზე) და დასრულებისას (20 საათზე) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს გაუკეთდება სპეციალური ნაჭდევები;

3.10 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების არჩევნებში მონაწილეობისათვის აღარ იქნება ხელმოწერების შეგროვებისა და ცესკოში წარდგენის საჭიროება;

აღნიშნული შეთანხმებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს არაუგვიანეს 2011 წლის ოქტომბრისა.

27 ივნისი, 2011 წელი

უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
71