Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზური არჩევნების კალენდარი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ივნ.'11 / 12:24

სეპარატისტული აფხაზეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა კანდიდატურები 27 ივნისიდან 17 ივლისამდე პერიოდში უნდა წარადგინონ, იუწყება "აფსნიპრესი“.

ვადამდელი არჩევნები, რაც აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებამ განაპირობა, 26 აგვისტოს ჩატარდება.

სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 ივნისს განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ამომრჩეველთა სიების გადამოწმება.

კომისიის განცხადებით, დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია არაუგვიანეს  27 ივლისისა დასრულდება.

არჩევნების შედეგები არაუგვიანეს 29 აგვისტოს გამოცხადდება; თუკი ვერცერთი კანდიდატი ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში დაინიშნება.

პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებად ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, ვიცე–პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, პრემიერ–მინისტრი სერგეი შამბა და ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბა მოიაზრებიან. პოტენციურ კანდიდატებს შორის სახელდება ასევე აფხაზი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბესლან ბუთბა, რომელიც 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას და ხმების 8%–მდე მიიღო.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
57