Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:10 - 20 ივნ.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო ავღანეთის ოპერაციაში დამატებით ბატალიონს მომავალ წელს გაგზავნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ივნ.'11 / 16:43

საქართველო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში დამატებით ბატალიონს მომავალ წელს გააგზავნის, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ 9 ივნისს.

სამინისტროს ცნობით, ამ თემაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) სარდალმა დევიდ პეტრეუსმა ბრიუსელში 9 ივნისს გამართულ შეხვედრაზე.

“გენერალი პეტრეუსი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ  ეს იქნება საქართველოს მიერ შეტანილი დიდი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში, ამით  ქართველი სამხედროები მიიღებენ უნიკალურ გამოცდილებას,“– ნათქვამია საქართველოს თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნაზე საქართველოს გეგმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თეთრმა სახლმა აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის რომში გამართული შეხვედრის შესახებ პრესრელიზი გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საქართველო ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ISAF-ში ყველაზე დიდი კონტრიბუტორი გახდება. ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი  – 1 550 კაციანი კონტიგენტით ავღანეთში ნატოს არა წევრი ავსტრალია არის წარმოდგენილი.

საქართველოს, რომელსაც ავღანეთში უკვე ჰყავს 900-ზე მეტი სამხედრო, 8 ჯარისკაცი დაეღუპა მას შემდეგ, რაც ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას 2009 წლის ნოემბრიდან შეუერთდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაჩო ახალაიამ და გენერალმა პეტრეუსმა ასევე იმსჯელეს საქართველოში ნატო-ს სტანდარტების რეგიონალური საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივაზე.  

“გენერალი პეტრეუსი მიესალმება ინიციატივას შეიქმნას საქართველოში ცენტრი, რომლის მთავარი მიზანია საერთაშორისო ოპერაციებისთვის გადასროლისწინა წვრთნების განხორციელება. ცენტრის შექმნის საკითხში საქართველოს ნატო-ს სრული მხარდაჭერა აქვს,“– აცხადებს საქართველოს თავდაცვის უწყება.

ბაჩო ახალაიამ  ნატოს შტაბბინაში, სადაც 8–9 ივნისს ალიანსის წევრის ქვეყნების  თავდაცვის მინისტერიალი იმართება, მონაწილეობა მიიღო ISAF -ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
20 ივნ.'13 16:10
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში საქართველო განათლების დარგში 140 მლნ დოლარს მიიღებს
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 19 ივნისს საქართველოსთვის მეორე, ხუთწლიანი კომპაქტი დაამტკიცა.
20 ივნ.'13 16:00
საქართველო ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ აშშ–ის ანგარიშში ჩამოქვეითდა
საქართველო „სრულად არ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს“, ნათქვამია ანგარიშში.
20 ივნ.'13 15:44
უსუფაშვილი ლონდონში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის ბრიტანელ კოლეგას შეხვდა.
20 ივნ.'13 11:47
ღარიბაშვილი მუქარის შემცველ ვიდეოსთან დაკავშირებულ გამოძიებაზე საუბრობს
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ვიდეოს უკან შესაძლოა ის ადამიანია, რომელმაც ძალიან კარგად იცის სამინისტროს ტექნიკურ–ოპერატიული საშუალებები.
20 ივნ.'13 11:16
კბილაშვილი ციხის სკანდალის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს
მთავარი პროკურორი ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამო გააკრიტიკა.
19 ივნ.'13 17:55
შსს: სამალავებში აღმოჩენილ წამების ვიდეოებთან დაკავშირებით ხუთი პირია დაკავებული
ოთხი მათგანი ყოფილი და მოქმედი პოლიციელები არიან, აცხადებს შსს.
18 ივნ.'13 20:02
უსუფაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტიდან ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა „შერჩევითი პოლიტიკური სამართალი“ გამოავლინა.
18 ივნ.'13 19:24
შსს-ში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო მასალები კვირას განადგურდება
პირველ ეტაპზე იგეგმება იმ 54 დისკის განადგურება, სადაც ინტიმური შინაარსის ფაილებია თავმოყრილი.
18 ივნ.'13 16:15
სუბარის თქმით, მერაბიშვილი საპატიმროში ტელევიზორით უზრუნველყოფილი იქნება
ნაციონალური მოძრაობის გენმდივანმა საკანში ტელევიზორის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
17 ივნ.'13 18:48
ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიული პრაიმერით გამოავლენს
პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და ერთი კვირის თავზე მსურველთა ზუსტი რაოდენობა გამოიკვეთება, განაცხადა ბაქრაძემ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24

Visitors
Since July 1, 2001