Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციურმა რვიანმა სამოქმედო გეგმა წარადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ივნ.'11 / 16:19

რვა ოპოზიციური პარტია საარჩევნო გარემოს შესაცვლელად იწყებს ‘სამოქალაქო მოძრაობას თავისუფალი არჩევანისთვის’, რათა მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა, მათ შორის პლებისციტის ჩატარების და დემონსტრაციების ორგანიზების გზით იმ წინადადებების მიმართ, რომელიც "რვიანმა“ შესთავაზა ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

“ჩვენი ამოცანაა ხალხს მივცეთ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობა, რაც უნდა განხორციელდეს თავისუფალი არჩევნების ჩატარების ან არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების არ ცნობის გზით,“– ნათქვამია რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში.

ოპოზიციურმა რვიანმა ეს განცხადება 7 ივნისს მას შემდეგ გააკეთა, რაც შეთავაზებულ წინადადებებზე მმართველი პარტიისგან წერილობითი პასუხი მაისის ბოლომდე ვერ მიიღო. მხარეებს შორის საარჩევნო საკითხებზე მოლაპარაკებების ფორმატი მარტის შემდეგ შეჩერებულია.

მიუხედავადა იმისა, რომ „ხელისუფლებამ დღემდე არ მოისურვა ურთიერთკომპრომისებისა და შეთანხმებების გზით სიარული,“ რვა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობებში, „ვრჩებით ერთიანი პოზიციების მქონე მხარედ და თუ იგი მზად იქნება მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები კონკრეტულ საკითხებზე, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ამგვარი გადაწყვეტილებების მომზადებასა და განხორციელების პროცესში“.

ამდენად, სამოქმედო გეგმა, რომლის დეტალებიც "რვიანმა" დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების განახლების საკითხს დღის წესრიგში ტოვებს.

“თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ოპოზიციური რვიანი აპირებს შეხვდეს ხელისუფლებას, რადგან მათი თანამონაწილეობის გარეშე, მისი თქმით, ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია. თუმცა, მისი თქმით, არ იქნება "პოლიტიკურ ვაჭრობა“ და "ფასადურ ცვლილებებს არ დავთანხმდებით“.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ გეგმის ნაწილია მოსახლეობასთან უშუალო ურთიერთობების გააქტიურება და საინფორმაციო კამპანიის წარმოება მათი „თანადგომისა“ და „თანამონაწილეობის“ მოსაპოვებლად, რათა ხელისუფლება „ვაიძულოთ“ წავიდეს დათმობებზე.

აქტიური საინფორმაციო კამპანიის შემდეგ, ამ გეგმის ერთ–ერთი ცენტრალური ნაწილია საერთო–სახალხო გამოკითხვა, რომელიც წინასწარი ვარაუდით, ადრე შემოდგომაზე ჩატარდება.

უსუფაშვილის განცხადებით, პლებისციტის ფურცელზე „მოსახლეობისთვის გასაგები ენით“ განმარტებული იქნება ოპოზიციის წინადადებები საარჩევნო სისტემის, მოქალაქეთა აღრიცხვის მოდელის, დავების განხილვის წესის, საარჩევნო პროცესებიდან პოლიციის ნეიტრალიზების და მედიის დაბალანსებისა და ობიექტურობის მიღწევის საკითხებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიციური რვიანი აპირებს „ყველა ოჯახში“ მივიდეს და ჰკითხოს „ეს ცვლილებები სამართლიანი არჩევნების მისაღწევად მიაჩნია საჭიროდ თუ არ მიაჩნია“.  პარალელურად ამავე წინადადებებზე  მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივები და შევა საკანონმდებლო ორგანოში.

"ამ პლებისციტის შემდეგ ჩვენი წინადადებები შეტანილი საქართველოს პარლამენტში და მხარდაჭერილი ქუჩაში დამდგარი მშვიდობიანი მომიტინგეებით, ეს არის ერთ–ერთი ის კულმინაცია, რომელიც ამ პროცესში იქნება,“– განუცხადა Civil.ge-ს დავით უსუფაშვილმა.

ოპოზიციური რვიანი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ის პოლიტიკურ გაერთიანება არ არის, აცხადებს, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს არჩევნების შედეგების შეჯამებამდე და მისი წარმატებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას და შიდა აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, "რვიანის“ გეგმა არის შანსი და არა "წარმატების გარანტია" იმისთვის, რომ არსებითი ცვლილებები მოხდეს. მისი თქმით, ამ გეგმას თან ახლავს რისკებიც, რაც უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა არ გადმოდგას თანამშრომლობისკენ ნაბიჯები და ასევე იმას, რომ პროცესმა სოციალური მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს.

"მოლოდინი იმისა, რომ ეს აქტივობა აუცილებლად წარმატებას მოიტანს, მე მგონი თავად ოპოზიციურ რვიანსაც არ აქვს და ცხადია არ აქვს საზოგადოებასაც, მაგრამ ის, რომ ეს შანსი გამოსაყენებელია, ეს აშკარაა,“ – განუცხადა Civil.ge-ს კაჭკაჭიშვილმა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
69