Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:25 - 22 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ორი ადამიანია გარდაცვლილი აქციის დაშლის შემდეგ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 მაი.'11 / 11:45

54 წლის მამაკაცი, ნოდარ ცხადაძე გარდაიცვალა გასულ ღამით მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაიწყო პარლამენტის წინ მომიტინგეების დაშლა, განაცხადა შსს–ის წარმომადგენელმა 26 მაისს.

საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, დანაშაულის ადგილი და მიყენებული დაზიანებები მიუთითებს, რომ ამ პიროვნების გარდაცვალება, სავარაუდოდ, გამოიწვია იმავე მანქანების კოლონამ, რომელმაც ასევე გაიტანა ერთი პოლიციელი, ლეიტენენტი ვლადიმერ მასურაშვილი.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა მანამდე, რომ ერთი პოლიციელი დაიღუპა, რომელიც საპროტესტო აქციიდან გამოსულმა მანქანების სწრაფად მიმავალმა კოლონამ გაიტანა. პოლიციის თქმით, კოლონამ მას შემდეგ დატოვა საპროტესტო აქციის ადგილი, რაც სპეცრაზმმა შუაღამის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო. პოლიციელის მსგავსად, 54 წლის მამაკაცმაც იმავე ადგილას მიიღო დაზიანება, სადაც პოლიციელი გარდაიცვალა – თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის შენობიდან დაახლოებით 300 მეტრში, სადაც მომიტინგეები აქციას მართავდნენ.  

მისი თქმით, 37 ადამიანი რჩება საავადმყოფოში, მათ შორის რვა პოლიციელია, 28 სამოქალაქო პირი და ერთი ჟურნალისტი itv.ge–დან, რომელსაც "ბოდიშს ვუხდით, ისევე როგორც ყველა დაზარალებულს“.

უახლესი ამბები
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
77