Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 მაი.'11 / 18:42


პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია რკინის ღობის მიღმა, რომელიც 
მომიტინგეებმა 25 მაისს რუსთაველის გამზირზე აღმართეს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge    

მომიტინგეებმა 25 მაისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მდებარე ტერიტორია დაიკავეს და გამზირი ორივე მხარეს რკინის ღობეებით ჩაკეტეს. სწორედ პარლამენტის წინ იგეგმება 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის გამართვა. 

სახალხო კრებამ განაცხადა აქციაზე, რომ ისინი მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან პარლამენტის წინ, რათა ხელისუფლებას სამხედრო აღლუმის ჩატარების საშუალება არ მისცენ.


მომიტინგეების მიერ 25 მაისს რუსთაველის გამზირზე აღმართული რკინის ბარიერი.
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge   

"ვიცდით დღეს აქ, დაახლოებით, 16 თუ 15 საათი, რომ სააკაშვილმა ვერ ჩაიბაროს ეს აღლუმი,“– მიმართა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს. “ან ჩვენი სამშობლო 20 და 30 წლის განმავლობაში ვეღარ ეღირსება ვერც დემოკრატიას, ვერც რეალურ თავისუფლებას, ვერც რეალურ განვითარებას, ვერც იმ პრობლემების მოგვარებას, რა პრობლემებიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი.

“ჩვენ უნდა გავუძლოთ და რამდენიმე საათი ვიყოთ აქ ფეხმოუცვლელი. ჩვენ უნდა გავათენოთ ეს ღამე,“– განაცხადა მან.     

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, დაგეგმილი აღლუმი აუცილებლად ჩატარდება.


მომიტინგეები პარლამენტის წინ, 25 მაისი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

"არ გამოვრიცხავთ, რომ მოხდეს დარბევა ამაღამ,“ – განაცხადა სახალხო კრების ერთ–ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი ბათიაშვილმა.

სახალხო კრებას წინასწარ არ გამოუცხადებია გადაწყვეტილება პარლამენტის წინ აქციის გამართვის თაობაზე. თავდაპირველად კოსტავას ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ გადანაცვლება და იქ აქციის ჩატარება იგეგმებოდა. თუმცა აქციის მონაწილეებმა, საბოლოო ჯამში, პარლამენტის წინა ტერიტორია დაიკავეს, სადაც აღლუმისთვის საგანგებო სცენა მონტაჟდებოდა.


მომიტინგეები პარლამენტის წინ, 25 მაისი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

მომიტინგეების მიერ პარლამენტის მდებარე ტერიტორიის დაკავებიდან, დაახლოებით, საათნახევარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ფარულად გადაღებული ვიდეოჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ცდილობს პირების დაყოლიებას ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებაზე.

პარლამენტის ჭიშკარი შიგნიდანაა გამაგრებული რკინის ძელებით იმ შემთხვევისთვის, თუ ხალხი შიგნით შეღწევას შეეცდება.

      

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
73