Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შსს–მ ‘მოლოტოვის კოქტეილთან’ დაკავშირებული ფარული ჩანაწერები გაავრცელა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 მაი.'11 / 18:09


ტელეკომპანია „იმედის“ ფოტოკადრი, სადაც ნაჩვენებია ფარულად გადაღებული ვიდეო, 
რომელიც შსს–მ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მომიტინგეებმა პარლამენტის წინ გადაწყვიტეს აქციის გამართვა, სადაც იგეგმება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 26 მაისს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ფარული ვიდეო ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ცდილობს პირების დაყოლიებას ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებაზე.

ვიდეოები შსს–ს ლოგოთი, რომელიც ხუთ ცალკე ეპიზოდს მოიცავს, პირველმა ტელეკომპანია "იმედმა“ 17:10 წუთზე გაუშვა. მოგვიანებით, ეს მასალა შსს–ის ვებ–გვერდზეც დაიდო, თუმცა სამინისტრომ ამ ჩანაწერის დეტალებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ფარული ჩანაწერები, დაახლოებით, ორ საათში გავრცელდა მას შემდეგ, რაც სახალხო კრების ლიდერებმა გადაწყვიტეს აქცია გაგრძელებულიყო პარლამენტის შენობის წინ, ნაცვლად თავისუფლების მოედნისა, რაც თავდაპირველად გამოცხადებულ გეგმაში შედიოდა.

ფარულ ჩანაწერებში ჩანან ადამიანები, რომელთაც სახეები არ უჩანთ, რადგან ისეთივე ფერის ე.წ. „ბენდენები“ აქვთ აფარებული, როგორსაც ბოლო დღეებში საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ატარებდა.

სამ ვიდეოში ჩანს, რომ პირი, რომელსაც ფარული კამერა აქვს დამაგრებული, სავარაუდოდ, თითო მობილიზებული აქტივისტისთვის გადასაცემად 10 ლარს იღებს "ბენდენიანი“ პირისგან.

ხუთივე ეპიზოდში საუბარია "მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენების გეგმებზე და ამისთვის "დუხიანი“, "სანდო“ და ისეთი ბიჭების შერჩევაზე, რომლებიც "მშიშრები არ არიან“ და რომლებსაც ამისთვის 10–20 ლარს დაუმატებენ. ერთ–ერთ ვიდეოში ასევე საუბარია, რომ "ძაღლების [პოლიციის] მანქანებიც უნდა მივაწვათ“, რისთვისაც გასამრჯელოდ, დამატებით, 50 ლარია დასახელებული.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
89