Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა საპროტესტო აქციებს 'მასკარადი' უწოდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 მაი.'11 / 10:41


პრეზიდენტი სააკაშვილი და თბილისის მერი, გიგი უგულავა ჭადრაკს ეთამაშებიან ერთმანეთს 24 მაისს, ახალი პარკის გახსნისას. ფოტო: ირაკლი გედენიძე/პრეზიდენტის პრესსამსახური.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ქუჩაში ზოგიერთები მასკარადებს გვიწყობენ“, რაშიც  „გასაკვირი არაფერია“.

“ისტორიულად, უმცროსი უფლისწული, როცა უფროს შვილს ერგებოდა ტახტი, ან მთავარი ვეზირი, რომელსაც მეფე არ წყალობდა, ან რომელიღაც მხარის ფეოდალი, რომელსაც მთელი საქართველოს ჩაგდება უნდოდა ხელში, ყოველთვის გარბოდა სპარსეთში,  ურდოში, პეტერბურგში, ოსმალთა იმპერიაში ან სხვა ადგილებში და ყოველთვის ეუბნებოდა დამხვდურს: მე ვარ ყველაზე მთავარი, ჩემთან დაიჭირეთ საქმე და საქართველოს „გაკოჭილს" ჩაგაბარებთო. სანაცვლოდ კი, რა თქმა უნდა, მეფის ან, სულ მცირე,  მთავარი ვეზირის თანამდებობა მაინც მეკუთვნისო,“– განაცხადა მან 24 მაისს რიყეზე ახალი პარკის გახსნის ცერემონიალაზე.

“ამაში გასაკვირი არაფერია, ეს არის ქართველების აბსოლუტური დეჟავუ,“– აღნიშნა მან.

“ოღონდ განსხვავება ისაა, რომ თუ შესაძლებელი იყო მათ ეს მხოლოდ იმიტომ გამოსვლოდათ, რომ საქართველო მართლაც იყო დაყოფილი ფეოდალურ სახანოებად, საათაბაგოებად, უბრალოდ გათიშულ მხარეებად - ცალკე იყო სამეგრელო, ცალკე იმერეთი, ცალკე ქართლ-კახეთი, ცალკე აფხაზეთი და ზოგჯერ, ცალკე - თბილისი - ახლა ჩვენ გვაქვს ქართული სახელმწიფო,“– განაცხადა პრეზიდენტმა.

“მე გეტყვით რისთვის სჭირდებათ მათ ეს მასკარადები. ამას იმ იმედით აკეთებენ, რომ იქნებ, მან, ვისაც აქ ჩამოსვლა სურს, ტელევიზორში ყოველივე ამის დანახვაზე, ვიზიტი გადადოს; იქნებ, იმ ინვესტორმა, რომელმაც სასტუმრო უნდა ააშენოს აქ, გადაიფიქროს;  ან იქნებ ის ტურისტი, რომელიც აქ ჩამოსვლას და დასვენებას აპირებდა, აღარ ჩამოვიდეს“.

“ეს მასკარადები, შეიძლება ჩემთვის პირადად სასაცილო იყოს, მაგრამ ორგანიზატორთა გათვლა სრულიად ნათელი და კონკრეტულია. მათ ერთი რამ გამორჩათ - ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი და შესწავლილი გვაქვს და ამით ვერც ჩვენს შეჩერებას შეძლებენ და ვერც ჩვენი ქვეყნის დიდი აღმშენებლობის,“ –განაცხადა სააკაშვილმა.

“მათ მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი მათია და თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ჩამოსულმა ხალხმა აეროპორტებში „ფეესბეს" მესაზღვრეთა კონტროლი უნდა გაიაროს - აქ ხომ საბჭოთა მესაზღვრეები უნდა იდგნენ. ეს ხალხი საქართველოში უნდა ჩამოდიოდეს არა როგორც თავისუფალ ქვეყანაში, არამედ როგორც  რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში,“– განაცხადა მან იგულისხმა რა რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი.

‘ჩემი და პუტინის ოცნებები ერთმანეთს დაუპირისპირდა’

იმავე გამოსვლაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ბოლო წლების რეფორმებით და მიღწევებით „ვის გაღიზიანებასაც ვიწვევთ - ეს არის იმპერიული სივრცე და მისი ხელმძღვანელი ბატონი პუტინი“.

"ჩვენ მასთან არც პიროვნული დაპირისპირება გვქონია როდესმე, არც რაიმე შეუთავსებლობა და არც, მით უმეტეს, შელაპარაკება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან მსგავსი რამ არ ყოფილა,“– განაცხადა სააკაშვილმა.

“საქმე იმაშია, რომ ერთმანეთს ჩვენი მთავარი ოცნებები დაუპირისპირდა. ამ კაცმა თავიდანვე პატიოსნად თქვა, რომ მისი მთავარი ოცნება იყო საბჭოთა კავშირის აღდგენა - იმ სივრცის გაერთიანება, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ამ სივრცის მარგალიტი და ამ სივრცის გვირგვინი ყოველთვის იყო საქართველო“.

“ჩვენი ოცნება კი იყო ერთიანი საქართველოს შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა დემოკრატიულ და თავისუფლების ღირებულებებზე, აღმშენებლობაზე და ადამიანის თავისუფლებაზე, განათლებულობასა და მსოფლიოში წამყვან როლზე“.

“მოკლედ რომ ვთქვათ, მასაც [პუტინს] უნდოდა თავისი სამშობლოს [საბჭოთა კავშირის] აღდგენა... და ჩვენც გვსურდა ჩვენი სამშობლოს აღდგენა. თუმცა ჩვენ სხვადასხვა სამშობლო გვაქვს. ჩემი სამშობლო არ არის საბჭოთა კავშირი. შესაძლოა, ზოგიერთების  სამშობლო, მათ შორის, საქართველოში ჯერ კიდევ იყოს საბჭოთა კავშირი, მაგრამ ასეთი უმცირესობაა“.

"მთავარი ნიუანსი, რაც ჩვენს ოცნებებს მათი ოცნებისგან განასხვავებს, ჩემო მეგობრებო, არის ის, რომ მათი ოცნება ორიენტირებულია წარსულზე, იმის აღორძინებაზე, რაც ვერასდროს ვერ აღსდგება მკვდრეთით და ვეღარ აღორძინდება, ხოლო ჩვენი ოცნება გათვლილია იმაზე, რაც ჩვენ არასოდეს არ გვქონია და ძალიან გვინდა რომ გვქონდეს - 21 საუკუნის ძალიან წარმატებული, თავისუფალი დემოკრატიის შექმნა“.

“ანუ ჩვენ ვართ მორგებული მომავალზე, ისინი კი ორიენტირებული არიან წარსულზე. მომავალი ყოველთვის დაამარცხებს წარსულს, სიკეთე ყოველთვის დაამარცხებს ბოროტებას - სიკეთე მომავლის ე.ი. საქართველოს მხარესაა,“– განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24