Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია ხელისუფლებას მოუწოდებს არ გამოიყენოს ძალა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მაი.'11 / 19:05

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ხელისუფლებას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებისკენ მოუწოდა. 

ასევე მიმართა სახელისუფლებო პარტიას "გადაუდებლად განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საარჩევნო რეფორმების  კონკრეტული შედეგით დასასრულებად“.

„მე მინდა მოუწოდო  ხელისუფლებას გამოიჩინოს თავშეკავებულობა და გონიერება არ გამოიყენოს ძალა და  საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბოლომდე მისცეს პოზიციის მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე, "ამასთანავე აუცილებელია საპროტესტო აქციაში მონაწილეებს მისცენ საშუალება უვნებლად და რეპრესიების გარეშე დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში“.

მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას გაათავისუფლოს ბოლო დღეებში პოლიტიური ნიშნით დაკავებული ადამიანები.

მისი თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა მეტი ნდობა უნდა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ და გადადგან გაბედული ნაბიჯები პოლიტიკური შეთანხმებების მისაღწევად.

"ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად ელოდება თითოეული ჩვენი მოქალაქე“– განაცხადა ალასანიამ.

ალასანიას თქმით, უნდა განახლდეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული მოლაპარაკება, რომელიც ორი თვის წინ შეფერხდა.

"მე ვთვლი, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს და დრო არის საკმარისი შეთანხმებების მიღწევისთვის“– განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, პოლიტიკური რვიანი საკუთარ პოზიციას დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში დააფიქსირებს.

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
93