Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძე: ”ოქრუაშვილი სააკაშვილისნაირი ლაჩარია”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მაი.'11 / 18:49


საზოგადოებრივი ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია, 24 მაისი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ირაკლი ოქრუაშვილი ისეთივე ”ლაჩარია”, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი, განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეებს ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ქართული პარტიის მიერ დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ისინი 25 მაისს აღარ ჩაატარებენ ”მრისხანების დღედ” წოდებულ აქციას, ”დაადასტურა” მისი ეჭვები, რომ პარტიის სულ ცოტა ორი ლიდერი, ეროსი კიწმარიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, “ხელისუფლების თამაშს თამაშობენ.”

“რატომ არის ბატონი სოზარ სუბარი ამ გაუგებრობაში მოხვედრილი ეს თავად გადაწყვიტოს და თქვენთვის მიმინდია ეს შეფასება,”– განაცხადა ბურჯანაძემ.

"მე მცხვენია ოქრუაშვილის ნაცვლად. კაცი თავდაცვის მინისტრი იყო და თავდაცვის მინისტრი ერქვა. რა უნდა გაგიჭირდეს ამის ფასი, რომ შენი სიტყვის პატრონი არ იყო და შენი ლაჩრობა ქალს გადააბრალო, მაშინ როცა იცი, რომ არც აპირებდი ჩამოსვლას, არც ფიქრობდი იმ კომფორტული ადგილიდან [საფრაგნეთიდან] ფეხის მოცვლას“, – განაცხადა მან.
 
ნინო ბურჯანაძის თქმით, სახალო კრების მხირდან ქართული პარტიის მიმართ თავიდანვე დაყენებული იყო ”კატეგორიული პირობა", თუ ირაკლი ოქრუაშვილის თბილისში ჩამოსვლის უკან "იქნებოდა რაიმე კავშირი რუსებთან, რაიმე  კავშირი სამხედრო ძალასთან, რაიმე  კავშირი იარაღთან და ქვეყნის დესტაბილიზაციასთან“ სახალო კრება გაემიჯნებოდა ამ პროცესს.

"დიახ ჩვენ გავემიჯნებით ნებისმიერ პროცესს, რაც არ უნდა იძახოს სახელისუფლებო ძალებმა, დიახ გავემიჯნებით ნებისმიერ პროცესს, რომელიც ქვეყნის გარედან იქნება [მართული], რომელიც იქნება არამშვიდობიანი და სისხლისღვრასთან დაკავშირებული,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

"ისეთივე ლაჩარმა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, როგორი ლაჩარიც პრეზიდენტი სააკაშვილია უკან წაიღო თავისი სიტყვები, რომელიც ხალხის მოსატყუებლად იყო გამოყენებული,”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, ქართული პარტიის დღევანდელმა განცხადებამ "რა თქმა უნდა, ნეგატიური მუხტი შეიტანა პროცესში“.

მისი თქმით, ”სახალხო კრების” გეგმები არ იცვლება და 25 მაისს "გადამწყვეტი ბრძოლა იწყება“.

მან მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ”გაცილებით უფრო დამნაშავე, ვიდრე სააკაშვილი” იქნებიან ის ადამიანები, ვინც ”გულგრილობას გამოიჩენენ” და აქციაზე არ მივლენ.

”გამოდით სოროებიდან, სირცხვილია ქართველები სოროებში იყვნენ,"– განაცხადა ბურჯანაძემ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
78