Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 09:34 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპროტესტო აქციის მეოთხე დღე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მაი.'11 / 11:37

24 მაისს სახალხო კრების მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქციის მეოთხე დღე დაიწყო, რომლის დროსაც მომიტინგეებს კვლავ გადაკეტილი აქვთ კოსტავას ქუჩა.

მომიტინგეთა რაოდენობა ღამით რამდენიმე ასეულია, დღისით, დაახლოებით, ორი–სამი ათასი.

წინა ღამის მსგავსად, გასულ ღამესაც პოლიციასთან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა გარკვეულ შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს შორის; ერთ–ერთი ასეთი შემთხვევის დროს ახალგაზრდა კაცმა ოპერატორს დაარტყა.      

სახალხო კრების გეგმის თანახმად, 24 მაისი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციის ბოლო დღე უნდა იყოს, რადგანაც დემონსტაცია 25 მაისს შუადღისთვის თავისუფლების მოედნისკენ აპირებს მსვლელობას, რათა ხელისუფლებას 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი სამხედრო აღლუმის ჩატარებაში ხელი შეუშალოს.

პარალელურად ქართული პარტიაც გეგმავს საპროტესტო აქციის გამართვას, რომელიც ამ დღეს ქართველი ხალხის "მრისხანების დღეს“ უწოდებს. აქცია პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ავლაბარში იგეგმება, თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე კილომეტრში. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სახალხო კრება ქართულ პარტიასთან კოორდინირებულად მუშაობს.

25 მაისს საქართველოში დაბრუნებას გეგმავს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. ამის შესახებ მან თავად განაცხადა რამდენიმე დღის წინ.

ოქრუაშვილმა, რომელსაც საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა და რომელსაც საქართველოში დაუსწრებლად 11 წელი აქვს მისჯილი, განაცხადა, რომ 25 მაისი "ამ ხელისუფლების ბოლო დღე იქნება“.

23 მაისს ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული საპოლიციო ძალების მობილიზება შეინიშნება. ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ ოქრუაშვილი შესაძლოა სეპარატისტული რეგიონიდან შეეცადოს საქართველოში შემოსვლას. თუმცა, შსს–ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო რაიმე „სპეციალური“ ზომების განხორციელება ადმინისტრაციულ საზღვართან და აღნიშნა, რომ იქ მხოლოდ გეგმიური პატრულირება ხორციელდება.       

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.
07 დეკ.'17 19:32
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა
ცვლილებების ფარგლებში, რამდენიმე სამინისტრო შერწყმა და რეორგანიზაცია მოხდება.
07 დეკ.'17 17:02
კვირიკაშვილი იერუსალიმის შესახებ ღია წერილის გამო დეპუტატს საყვედურობს
პრემიერ-მინისტრმა უარყო დეპუტატის მოწოდება, რომ საქართველომ იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გაიზიაროს.
07 დეკ.'17 14:44
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შვედეთს სტუმრობს
ირაკლი კობახიძე შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI-ს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
83