Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მინაშვილი მოსკოვის განცხადებას საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად აფასებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მაი.'11 / 22:40

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა, განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა Civil.ge-ს.

23 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყებამ გააკრიტიკა „სააკაშვილის რეჟიმი“ მისი ოპონენტების შეკრებებისა და გამოხატვის უფლებების შელახვის გამო და "შემდგომ დესტაბილიზაციაზე“ გააფრთხილა, თუ საქართველოს ხელისუფლება "არ შეწყვეტს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას“.

მინაშვილის თქმით, “სასაცილოა“, როცა რუსეთის ფედერაცია, "ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტარული ქვეყანა კრიტიკას გამოთქვამს, დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, რომელსაც ეს ღირებულებები საერთოდ არ ანაღვლებს“.

“ეს არის მცდელობა ჩაერიონ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და ის ადამიანები, რომლებიც დემონსტრაციას მართავენ, ხელს უწყობენ რუსეთს ამ საქმეში, ასევე არასტაბილურობის განცდის შექმნაში. მათი რიტორიკა, ასევე ღირებულებები და პრინციპები ემთხვევა ერთმანეთს, რაზეც მიუთითებს ჟურნალისტების და განსხვავებული აზრის მიმართ გამოხატული აგრესია კოსტავას ქუჩაზე," – განაცხადა მინაშვილმა.

"თუმცა ქართული საზოგადოება არის დასავლური ღირებულებების მატარებელი და რუსეთი ვერასდროს ვერ შეძლებს ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში,“– დასძინა მან.  

 

უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
68