Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მაი.'11 / 20:13

საქართველოს ხელმძღვანელობის "გაუაზრებელი შიდა და გარე პოლიტიკა  სულ უფრო მასშტაბურ წინააღმდეგობას აწყდება საკუთარი მოსახლეობის მხრიდან“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხება.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნობით, 21 და 22 მაისს თბილისსა და ბათუმში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობის და პრეზიდენტის მ. სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. მომიტინგეთა თქმით, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის რამდენიმე მონაწილემ სხეულის დაზიანებები მიიღო,“ –  ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის კონსტანტინე დოლგოვის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ჩვენ დიდი შეშფოთებით მივიღეთ ეს ინფორმაცია. სააკაშვილის რეჟიმის ამგვარი მოქმედებები არ შეიძლება შეფასდეს სხვაგვარად, თუ არა წინააღმდეგობა ქვეყნის მოსახლეობისა და პოლიტიკური ძალების მიერ შეკრებებისა და გამოხატვის კანონიერი უფლების რეალიზაციის მიმართ, რაც გარანტირებულია, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით,“ – ნათქვამია განცხადებაში. 

"თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეწყვეტს ძალისმიერ მეთოდებს, ეს გამოიწვევს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის შემდგომ გამწვავებას, ქვეყანაში საერთო სიტუაციის უფრო დიდ დესტაბილიზაციას," – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

"თბილისის აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს იმის თვალნათელ დადასტურებას, რომ ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიულ თავისუფლებებზე ზრუნვასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების დემაგოგიური რიტორიკის მიღმა იმალება მათი გულწრფელი სურვილის არ ქონა და შიში თვალებში ჩახედონ რეალობას: ქვეყნის ხელისუფლების გაუაზრებელი შიდა და გარე პოლიტიკა სულ უფრო მასშტაბურ წინააღმდეგობას აწყდება საკუთარი მოსახლეობის მხრიდან,"– აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

"გამოვდივართ იქიდან, რომ ქართული მხარე ბოლოსდაბოლოს დაიწყებს საკუთარ თავზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულებას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ყურადღებით გავაგრძელებთ სიტუაციის დაკვირვებას ამ მიმართულებით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
59