Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაქრაძე საპროტესტო აქციების, აღლუმის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მაი.'11 / 18:41

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ მათ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე მიულოცავს.

"ორ დღეში ძალიან ბევრი თქვენთაგანისთვის მექნება საშუალება პირადად მილოცვის, ვინაიდან ალბათ შევხვდებით ერთმანეთს 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებზე, მათ შორის აღლუმზე,“– განუცხადა მან ბიუროს წევრებს მას შემდეგ, რაც მათ დამოუკიდებლობის დღე "წინსწრებით“ მიულოცა.

ეს განცხადება ბაქრაძემ იქამდე გააკეთა, ვიდრე სახალხო კრება გამოაცხადებდა გეგმას, რომელიც 25 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის თავისუფლების მოედანზე გადატანას და ხელისუფლებისთვის სამხედრო აღლუმის ჩატარების ხელის შეშლას მოიცავს ქართულ პარტიასთან "კოორდინაციით“.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომ ვინმემ შეძლოს პროცესის კონსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებიდან გაყვანა“.

"ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი არის აზრის გამოხატვის თავისუფლება, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით ამ აზრს, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში და ამიტომ ყველას აქვს და ექნება აზრის გამოხატვის საშუალება. ამიტომ საქართველოში აქციები იყო, არის და მომავალშიც იქნება, ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ–ერთი შემადგენელი ელემენტი,“– განაცხადა მან.

"მაგრამ დემოკრატიას აქვს მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი – ეს არის კანონი, ეს არის წესრიგი, რასაც, ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო უზრუნველყოფს ისე, როგორც ნებისმიერი სხვა დემოკრატია,“– აღნიშნა მან და განაგრძო, "არსებობს მესამე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი – სხვისი აზრის პატივისცემა. ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ, როგორც მაქსიმალურად კანონის ფარგლებში ყველაფრის ჩატარებას... ასევე სხვისი აზრის პატივისცემას და მოთმენას მაშინაც კი, როდესაც ეს აზრი ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს. ეს თანაბრად ეხება ყველა მხარეს“.

ეს განცხადება ბაქრაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე–სპიკერმა და პარტიის "ჩვენ თვითონ“ ლიდერმა პაატა დავითაიამ მოითხოვა იმ ზეწოლის ფაქტების გამოძიება, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე მიტინგებზე როგორც აქციის აქტივისტების, ისე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ. მისი თქმით, სამართლებრივ–კონსტიტუციური ჩარჩოების დარღვევა არ უნდა მოხდეს, რადგან „ქვეყანა აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ“.

იმავდროულად, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ დაგმო ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით აქციებზე გამოკვეთილი "ძალიან საშიში ტენდენცია“.

“ერთის მხრივ, მანიფესტაციაში მონაწილეები და მათი ორგანიზატორები ითხოვენ აზრის გამოხატვის თავისუფლებას და მედიის დამოუკიდებლობას, თუმცა მეორეს მხრივ, როგორც მორალურ ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს,“– განაცხადა მან და ამგვარი ფაქტების "მკვეთრი შეფასებებისკენ" მოუწოდა. 

რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც აქციაზე მყოფი ზოგიერთი აქტივისტი ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25